ზაზა ფაჩულია: როცა გუნდელების ნაწილი ტროპიკებში ისვენებდა, მე ვვარჯიშობდი

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "ფილადელფიას" წინააღმდეგ 119:108 მოგებულ შეხვედრაში სეზონში საუკეთესო მატჩი ჰქონდა - არასრულ 15 წუთში მან 16 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.

- ზაზა ფაჩულიას 16 ქულა 14 წუთში და გამარჯვება "ფილადელფიასთან" [VIDEO]

ზაზამ თამაშიდან ხუთივე სროლა ჩააგდო, რასაც 7-დან 6 საჯარიმოც დაურთო და რაც მთავარია, არ გაახარა "ფილადელფიას" ცენტრი ჯალილ ოკაფორი, რომელმაც წინა თამაშში "ნიუ იორკთან" 28 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ახლა კი ოკაფორმა 11 წუთში 5 ფოლი მიიღო:

"ოლ სტარის" შესვენებაზე, როცა გუნდელების ნაწილი თამაშობდა, ნაწილი კი
ტროპიკებში ისვენებდა, მე ვვარჯიშობდი და ფეხის კუნთებზე ბევრი ვიმუშავე. საკმაოდ ბევრს დავრბოდი, რაც თამაშში გამომადგა.

ოკაფორს ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა და ამიტომ ველოდით, რომ ჩვენც აგრესიულად გვეთამაშებოდა. ვფიქრობ, კარგად ვეთამაშეთ და გავურთულეთ მიზნის მიღწევა", - განაცხადა ქართველმა ცენტრმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული