ზაზა ფაჩულიას 16 ქულა 14 წუთში და გამარჯვება "ფილადელფიასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მატჩი "გოლდენ სტეიტში". რაც ოკლენდურ გუნდში გადავიდა, ქართველ ცენტრს ყველაზე მეტი - 15 ქულა ჰქონდა ჩაგდებული (22 დეკემბერს "ბრუკლინთან), დღეს, 28 თებერვალს, გამთენიისას კი ფილადელფიაში 119:108 მოგებულ მატჩში ზაზამ არასრულ 15 წუთში 16 ქულა მიითვალა და "გოლდენ სტეიტში" პირად რეკორდს უწია.

ფაჩულიამ, რომელსაც ქომაგი ძირითადად დაცვით, ფარქვეშ მებრძოლ მოთამაშედ იცნობს, თავისი ბომბარდირული თვისებები კარგად გამოავლინა. ასე მცირე დროში ჩაგდებული 16 ქულა ნებისმიერი კალათბურთელისთვის სოლიდური შედეგია.

ფაჩულია არ ერიდებოდა შეტევას, თანაგუნდელებიც პასებს აწვდიდნენ და ქართველმა ცენტრმა
თამაშიდან ხუთივე სროლა ჩააგდო, რასაც 7-დან 6 საჯარიმოც მოაყოლა.

16 ქულასთან ერთად ფაჩულიამ 5 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა და საერთო სარგებლიანობის გათვალისწინებით, "გოლდენ სტეიტში" ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
იხილეთ ვიდეო: ზაზა ფაჩულიას 16 ქულა ფილადელფიასთან მატჩში
Sportall.Ge

ოკლენდელებში ბომბარდირი კევინ დურანტი გახდა, რომელმაც 33 წუთში 27 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 21 ქულა კლეი ტომპსონის ანგარიშზე დაგროვდა, ხოლო სტეფ კარიმ 33 წუთში 19 ქულა მიითვალა. კარისთვის ეს ყველაზე ცუდი მატჩი იყო შორი სროლების მხრივ. ოკლენდელების სნაიპერმა 11 ცდიდან ყველა სამქულიანი ააცილა.
იხილეთ ვიდეო: ფილადელფია - გოლდენ სტეიტი 108:119
Sportall.Ge

50 გამარჯვებითა და 9 მარცხით "გოლდენ სტეიტი" NBA-ს ლიდერობას დამაჯერებლად ინარჩუნებს. ფილადელფიიდან ფაჩულიას გუნდი ამერიკის დედაქალაქში გადავა, სადაც პირველ მარტს "ვაშინგტონ ვიზარსთან" რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩს გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
საინტერესოა სულ რამდენი ქულა აქვს მოპოვებული ზაზას მიმდინარე სეზონში?
pele
15:00 28-02-2017
0
ლუკა-ს რაშუაშია წინა მატჩში უფრო მეტხანს ითამაშა ვიდრე ეხლა))))
svan
14:54 28-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული