თორნიკე შენგელია მოედანს ევროლიგაში 11 ქულითა და მოგებით დაუბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ესპანური "ბასკონიას" ფორვარდი თორნიკე შენგელია, რომელსაც ფეხის ტრავმის გამო თვეზე მეტი გაუცდა, მოედანს დაუბრუნდა.

2 მარტს შენგელია ბასკონიელებს ევროლიგის მატჩში მილანის "ემპორიო არმანისთან" დაუბრუნდა და გამარჯვებაშიც სოლიდური წილი დაიდო. "ბასკონიამ" ანგარიშით 87:74 გაიმარჯვა.

შენგელია სათადარიგო იყო და მოედანზე 17:43 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 11 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მან 3-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 2-ჯერ დაჯარიმდა.

13 მოგებითა და 11 მარცხით "ბასკონია" მე-7
ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას შენგელიას გუნდი 9 მარტს, სტამბოლში "ფენერბაჰჩესთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული