09:52 03-03-2017
თორნიკე შენგელია მოედანს ევროლიგაში 11 ქულითა და მოგებით დაუბრუნდა [VIDEO]
AutoSharing Option
2 მარტს შენგელია ბასკონიელებს ევროლიგის მატჩში მილანის "ემპორიო არმანისთან" დაუბრუნდა და გამარჯვებაშიც სოლიდური წილი დაიდო. "ბასკონიამ" ანგარიშით 87:74 გაიმარჯვა.
შენგელია სათადარიგო იყო და მოედანზე 17:43 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 11 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მან 3-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 2-ჯერ დაჯარიმდა.
13 მოგებითა და 11 მარცხით "ბასკონია" მე-7 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას შენგელიას გუნდი 9 მარტს, სტამბოლში "ფენერბაჰჩესთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული