ზაზა ფაჩულიას 8 ქულა და 5 მოხსნა ჩიკაგოში ბოლო წუთებზე წაგებულ მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2015 წლის აპრილის შემდეგ, 146 მატჩის მანძილზე "გოლდენ სტეიტს" ზედიზედ 2 მატჩი არ წაეგო. 1-ელ მარტს ოკლენდურმა გუნდმა ვაშინგტონში "ვიზარსთან" წააგო, დღეს, გამთენიისას კი "უორიორსი" ჩიკაგოშიც დამარცხდა და ზემოაღნიშნული სერიაც შეწყვიტა.

"გოლდენ სტეიტმა" "ჩიგაგოსთან" მატჩის ბოლო 3 წუთი 2:10 წააგო და საბოლოოდ 87:94 დამარცხდა. დუეინ უეიდის "ბულსმა" ბოლო 6 მატჩში მეხუთეჯერ იმარჯვა. გოლდენსტეიტელებმა ტრავირებული კევინ დურანტის გარეშე ითამაშეს, რომლის მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 14 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 4 ორქულიანი
ჩააგდო და შეხვედრა 8 ქულით, 5 მოხსნით და 1 ჩაჭრით დაასრულა. ჩიკაგოელთა ცენტრმა რობინ ლოპესმა 22 წუთი ითამაშა და 10 ქულასთან ერთად 3 მოხსნა მიითვალა. გამარჯვებულებს ჯიმი ბატლერმა 22 ქულით ულიდერა, "გოლდენ სტეიტში" კი 23 ქულით საუკეთესო იყო სტეფ კარი.

50 მოგებისა და 11 მარცხის მქონე "გოლდენ სტეიტი" ლიგას კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს. აღმოსავლური ტურნეს მორიგ მატჩს ფაჩულიას გუნდი 6 მარტს, ნიუ იორკში "ნიკსთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
ფაჩულიას ბრალი ტრამვა ნამდვილად არაა მაგრამ, ხშირად ეცემა ასე ორთაბრძოლების დროს და მაგას უხსენებენ
miriani
03 მარტი 2017 19:35
0
ფიზიკური ვარჯიშები უნდა მეტი, მიუღწეველი არაფერია, შეადარეთ ნბა-ს დაკუნთული ლამის ყველა მოთამაშეებისა და ზაზას აღნაგობა, როგორც ცა და მიწა, ისეა განსხვავება, არ უნდა დაიზაროს, ტრენაჟორების დარბაზში უნდა გაატაროს მეტი დრო და შედეგიც სახეზე ექნება.
tanto
03 მარტი 2017 18:37
0
წაქცევები ტუ გამოასტორა და ჩაგდებაც ტუ გამოასწორა შემდეგი სეზონისთვის ეს ზაზა ფაცჰუულია კიარა ლებრონ ჯეიმსია იკნება მაშინ..მაგან რო მიაგწია მასეთს კარგად დაიმახსოვრეთ ასეტ ვარსკვლავების გუნდში სასტარტოში მოხვედრა ამის მერე 100 წელი ვერცერტი კართველი ვერ მიაგწევს..ნეტა იკნებოდეს მაგრამ დარწმუნებული ვარ რო არ იკნება
tantos
03 მარტი 2017 17:53
0
ზაზას ფეხები აქვს სუსტი, რაც მის ხშირ წაქცევებში და სუსტ ნახტომში აისახება, კარგი იქნება თუ შემდეგი სეზონისთვის ამ ნაკლს და მასთან ერთად სროლების სიზუსტესაც გამოასწორებს, თუ უნდა გოლდენში დარჩენა.
ვარიორები კი ბოლო თამაშებში კერიდან დაწყებული საგრძნობლად მოიკოჭლებენ სროლის ხარისხში, ბოლო ორ თამაშში რაც ვარიორელებმა ბურთი კალათას ააცილეს, იმის ხუთი პროცენტიც რომ ჩაეგდოთ ვაშინგტონს და ჩიკაგოს გამანადგურებელი სხვაობით მოუგებდნენ.
tanto
03 მარტი 2017 15:19
0
ამდენი წაქცევა ყველა თამასში ..., ეაქცევები რომ დათვალო ყველას აჯობებს.
არასდროს მომწონდა მაგის თამაში
jj
03 მარტი 2017 14:23
0
ბატონო კიკა, თქვენ რომ ვიღაც, მეტად რთულ ვითარებაში, შეგნებულად, (ხაზს ვუსვამ შეგნებულად ) ისეთი სიძლიერით დაგეტაკოთ, რომ უკან, ზურგზე გადავარდნით წაგაქციოთ და ამ დროს თქვენგან მართვის გარეშე მოძრავმა, თქვენმა სხეულმა, ვიღაც ქვეშ მოიყოლიოს, ის ვიღაც, თქვენგან, როგორც პერსონის, უნებლიეთ დაზარალებული იქნება, თუ თქვენი სხეულის, როგორც უმართავად მოძრავი მასის შედეგი?
იქნებ დაუკვირდეთ ამას ბატონო კიკა და სხვა დიდსულოვანო განმსჯელებო.
ანდრია
03 მარტი 2017 13:54
0
აბა, კაცი მეცნიერი ფაჩულიას დააბრალებს დურანტულას დაშავებას? მოხდა და ვსო, შემთხვევის ამბავი იყო..

ისეც ნუ გავხდით თემას, რომ აქაო და დურანტის დაშავებით პირდაპირ განწირულია გოლდენსეიტი.. მერე რა რომ მე-10 და მე-11 წაგება აიკიდეს? დანარჩენ 9 მატჩში არ იყო დურანტი, თუ რავა? ფილადელფია 76-ებთან წინკიდან რომ გამოუძვრინა თამაში ფაჩულიამ, ის აღარ ითვლება, ხომ? სამქულიანების პროცენტაჟი დაივიწყა ოკლენდმა, მგონია.. ეგაა საქმე, თორემ დურანტის არყოფნა არაფერ შუაშია!
რას ამბობთ, დააკვირდით
03 მარტი 2017 13:54
0
არ მესმის, ზაზას რატომ აბრალებენ დიურანტის დაშავებას? გთხოვთ ყურადღებით გადახედოთ იმ ეპიზოდს (”გოლდენ სტეიტის” წინა მატჩიდან, თუმდაც ამ საიტის მოშველიებით) და სწორი დასკვნები თავადვე გამოიტანეთ - ნუ აყვებით ზოგიერთ უპასუხისმგებლო ჟურნალისტს, რომლებმაც ამ საკითხზე ზაზას შეკითხვები დაუსვეს...
სიმართლის მოყვარული
03 მარტი 2017 12:59
0
სამწუხაროა რომ ზაზამ მიარღებინა ტრანმვა დურანტს. ამით გახდა უნებლიეთ ამ გუნდის წარუმატებლობის სათავე.
kika
03 მარტი 2017 10:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული