დუდა სანაძის 22 ქულა და გამარჯვება სლოვენიის ჩემპიონატში

AutoSharing Option
დუდა სანაძის "პრიმორსკამ" სლოვენიის ჩემპიონატის მორიგ ტურში გამარჯვება "პოდსეტრტეკთან" მოიპოვა.

დარბაზს, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ზაფხულობით შეკრებას გადის, სანაძის "პრიმორსკა" ეწვია და ადგილობრივი გუნდი ქართველის წინამძღოლობით დაამარცხა.

სანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 28:14 წუთში 22 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. დუდამ 5-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 13-დან 10 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 10-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

12 მოგებითა და 10 მარცხით "პრიმორსკა" სლოვენიის უმაღლეს ლიგაში მე-7 ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს 22 მარტს, ისევ სტუმრად, "კასტინგსთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული