მატჩის ბოლო პერიოდში ყველაფერი გარკვეული იყო და თამაში სათადარიგოებმა ჩაამთავრეს. "გოლდენ სტეიტმა" შეხვედრა 111:95 მოიგო.
"ოკლაჰომა სიტის" ყოფილი ვარსკვლავი კევინ დურანტი, რომელიც სეზონის წინ "გოლდენ სტეიტში" გადავიდა, დარბაზში იყო, მაგრამ ტრავმის გამო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა "გოლდენ სტეიტმა" ისე კარგად ითამაშა, დურანტის დახმარება არ დასჭირვებია.
მატჩში ხშირი იყო კონფლიქტები კალათბურთელთა შო
ზაზა ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 14 წუთში 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო. მოწოდებაზე ვერ იყო მისი ოკლაჰომელი ოპონენტი სტივ ადამსი, რომელიც 22 წუთში 9 ქულას და 1 მოხსნას დასჯერდა. რაც შეეხებათ ოკლენდელებს, ლიდერობა კლეი ტომპსონმა და სტეფ კარიმ გასწიეს, რომლებმაც 7-7 სამქულიანი ჩააგდეს. ტომპსონმა 34 ქულა მიითვალა, ხოლო კარიმ - 23.
"გოლდენ სტეიტს" 56 გამარჯვების წილ 14 მარცხი მოუგროვდა და ლიგას ლიდერობს. მდევარ "სან ანტონიოს" 2 მარცხით მეტი და 3 გამარჯვებით ნაკლები აქვს. მომდევნო მატჩი ოკლენდელებს ფაჩულიას ყოფილ გუნდ "მავერიკსთან", 22 მარტს, დალასში ელით.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
შარლოტი-ატლანტა 105:90
ინდიანა-იუტა 107:100
ორლანდო-ფილადელფია 112:109
სელტიკი-ვაშინგტონი 110:102
ჰიუსტონი-დენვერი 125:124
კლიპერსი-ნიუ იორკი 114:105
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
რა ყველა ერთ კაცს გადაეკიდეთ: 22 წუთში 9 ქულა და ავტორი წერს "მოწოდების" სიმაგლეზე ვერ იყოო, ზაზამ 14 წუთში 2 ქულა ჩააგდო და jj-მ იკითხა ეს როგორ არისო? ამის გულიზეა რუსეთუმე?