ზაზა ფაჩულიასა და "გოლდენ სტეიტის" ზედიზედ მე-7 გამარჯვება NBA-ში [VIDEO]

AutoSharing Option
27 მარტს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვა, თუმცა დღევანდელი მატჩის მოგება საკმაოდ რთული იყო.

ოკლენდში ჩავიდა "გოლდენ სტეიტის" ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე "მემფისი", რომელმაც ამ გუნდების მიმდინარე სეზონის 3 მატჩიდან 2-ში იმარჯვა.

"მემფისმა" არც ამჯერად დაყარა ფარ-ხმალი და ბოლომდე იბრძოლა, თუმცა მასპინძლებმა დასკვნით პერიოდში დიდებულად ითმაშეს, 12-წუთეული 23:13 მოიგეს და საბოლოოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება გაიფორმეს - 106:94. ამით "გოლდენ სტეიტმა" "მემფისს" მიმდინარე სეზონში ანგარიში გაუთანაბრა - 2:2 და თუკი პლეი-ოფში შეხვდება, მოედნის უპირატესობაც ექნება.

მემფისელებს ტრავმის გამო
აკლდათ ძირითადი ცენტრი, ესპანელი მარკ გასოლი. შესაბამისად, საბრძოლო ასპარეზმა შედარებით უკანა ხაზში გადაინაცვლა. სავარაუდოდ, ამით იყო განპირობებული, რომ ოკლენდელთა ძირითადმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ მატჩის სასტარტოში დაწყების შემდეგ მოედანზე მხოლოდ 12 წუთი გაატარა.

ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულითა და 5 მოხსნით დაასრულა.

გოლდენსტეიტელებს 7 სამიანისა და მთლიანობაში, 31 ქულის მიმთვლელმა კლეი ტომპსონმა ულიდერა. სტეფ კარიმ 21 ქულა და 11 პასი გაიფორმა, ხოლო სათადარიგო ანდრე იგუდალამ მოედანზე 32 წუთი გაატარა და თავი 20 ქულას მოუყარა. მემფისელთაგან 29 ქულით მაიკლ კონლი გამოირჩა, ზაკ რენდოლფმა კი 15 ქულა მოაგროვა.
იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-მემფისი 106:94
Sportall.Ge

59 მოგება 14 მარცხის წილ და "გოლდენ სტეიტი" რეგულარული ჩემპიონატის მოსაგებად წინსვლას განაგრძობს. მორიგი ტესტი ოკლენდელებს დასავლეთ კონფერენციის მესამეადგილოსან "ჰიუსტონთან" სტუმრად, 29 მარტს აქვთ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული