შერმადინისა და ბურჯანაძის 31 ქულა "ანდორას" ბარსელონასთან" მოსაგებად არ ეყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ჩემპიონატში მოასპარეზე "ანდორა მორაბანკის" ქართველი ლეგიონერები შედეგიან თამაშს განაგრძობენ. ასე იყო 26 მარტს სტუმრად გამართული მორიგი ტურის მატჩში "ბარსელონასთან".

ბექა ბურჯანაძემ ანდორელთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, გიორგი შერმადინი გუნდის ბომბარდირი გახდა, თუმცა ამან ანდორელებს ვერ უშველა, რომლებმაც მატჩი 65:102 წააგეს.

წინა მატჩის მსგავსად, ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 25:05 წუთში 13 ქულა (ყველა მე-2 ტაიმში), 4 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 3 პერსონალური
ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ბურჯანაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და მან მხოლოდ 1 პუნქტით აჯობა შერმადინს, რომელიც 18 ქულით სტუმართა შორის ყველაზე შედეგიანი იყო.

ქართველმა ცენტრმა 8-დან 5 ორქულიანი და 11-დან 8 საჯარიმო გამოიყენა და 18 ქულას 5 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 ჩაჭრა წაამატა. გიორგიმ 2 შეცდომა დაუშვა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 7-ჯერ დაირღვა.

აღსანიშნავია, რომ შერმადინმა პირწმინდად დაჯაბნა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრად აღიარებული ანტე ტომიჩი. "ბარსელონას" ხორვატმა ლეგიონერმა მოედანი 5 პერსონალური ფოლის მიღების მერე დატოვა, მანამდე კი, 16 წუთში 6 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

12 წაგებითა და ამდენივე მარცხით ქართველთა გუნდი ისევ მე-8 ადგილზეა. "ანდორას" მომდევნო მატჩი 2 აპრილს, შინ "ესტუდიანტესთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული