12:11 27-03-2017
შერმადინისა და ბურჯანაძის 31 ქულა "ანდორას" ბარსელონასთან" მოსაგებად არ ეყო [VIDEO]
AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძემ ანდორელთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, გიორგი შერმადინი გუნდის ბომბარდირი გახდა, თუმცა ამან ანდორელებს ვერ უშველა, რომლებმაც მატჩი 65:102 წააგეს.
წინა მატჩის მსგავსად, ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 25:05 წუთში 13 ქულა (ყველა მე-2 ტაიმში), 4 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ბურჯანაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და მან მხოლოდ 1 პუნქტით აჯობა შერმადინს, რომელიც 18 ქულით სტუმართა შორის ყველაზე შედეგიანი იყო.
ქართველმა ცენტრმა 8-დან 5 ორქულიანი და 11-დან 8 საჯარიმო გამოიყენა და 18 ქულას 5 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 ჩაჭრა წაამატა. გიორგიმ 2 შეცდომა დაუშვა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 7-ჯერ დაირღვა.
აღსანიშნავია, რომ შერმადინმა პირწმინდად დაჯაბნა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრად აღიარებული ანტე ტომიჩი. "ბარსელონას" ხორვატმა ლეგიონერმა მოედანი 5 პერსონალური ფოლის მიღების მერე დატოვა, მანამდე კი, 16 წუთში 6 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
12 წაგებითა და ამდენივე მარცხით ქართველთა გუნდი ისევ მე-8 ადგილზეა. "ანდორას" მომდევნო მატჩი 2 აპრილს, შინ "ესტუდიანტესთან" ელის.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული