დუდა სანაძის 17 ქულა და გამარჯვება სლოვენიაში

AutoSharing Option
დუდა სანაძემ "პრიმორსკას" მორიგ მატჩში ულიდერა, კოპერულმა გუნდმა კი ისევ იმარჯვა.

"პრიმორსკა" სლოვენიის ჩემპიონატის მეორე ეტაპში ვერ მოხვდა და ბრძოლას მე-7-მე-12 ადგილებისთვის, შესაბამისად, უმაღლეს ლიგაში დასარჩენად განაგრძობს.

პრიმორსკელებმა შინ "პოდჩეტრტეკს" 78:72 სძლიეს, ქართველმა კალათბურთელმა კი, რომელიც თამაშში სათადარიგოდან ჩაერთო, 32:27 წუთში 17 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა.

სანაძემ 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 8-ჯერ დაჯარიმდნენ.

სანაძის გუნდს 11
მოგება და 1 მარცხი აქვს და საკვალიფიკაციო ტურნირში პირველ ადგილზეა. მორიგი მატჩი "პრიმორსკას" 29 მარტს სტუმრად "სენტურთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული