12:51 09-04-2017
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ნიუ ორლეანს" იოლად მოუგეს [VIDEO]
AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას გუნდმა რეგულარული ჩემპიონატის მოგება და შესაბამისად, პლეი ოფში უმაღლესი განთესვა რამდენიმე დღის წინ გაინაღდა. დღეს კი მათ დიურანტიც დაუბრუნდათ, რომელიც რეგულარულში დარჩენილ რამდენიმე მატჩს ფორმაში შესასვლელად გამოიყენებს.
სწორედ ასეთად ჩაითვლება ოკლენდელების მატჩი "ნიუ ორლეანთან". დიურანტმა 31 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლს უწია - 16 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი. ზაზა ფაჩულიაც სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 22 წუთში 2 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი 1-ჯერ დაკარგა. ოკლენდელთაგან საუკეთესო შედეგი კლეი ტომპსონმა დააფიქსირა, რომელმაც 27 წუთში 20 ქულა მიითვალა.
რეგულარული ჩემპიონატში ოკლენდელებს 2 მატჩი დარჩათ გასამართი, სადღეისოდ კი 66 მოგება და 14 მარცხი გააჩნიათ.
მორიგი შეხვედრა "გოლდენ სტეიტს" 11 აპრილს, ისევ შინ - "იუტა ჯაზთან" ელის. ფაჩულიას გუნდი რეგულარულ ჩემპიონატს 13 აპრილს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" საშინაო შეხვედრით დაასრულებს.
gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
საღოლ ზაზა,2 ქულა ცოტა არ არის მითუმეტს 2 პასიც გაუკეთებია. ზაზამ და გოლდენ სტეიტმა მოიგეს!-ნუ წერთ ასე რაა. ზაზა რაშუაშია?
0
0
Mtavaria goldeni chempioni gaxdes am sezinshi da zaza taivis aqtuvshi chaiwetos cchempionis tituli.torem axali sezonudan uketesi anazgaurebut gadava nebismier sxva klybshi sadsc itsmashebs erti sami weli da egaa. Ar kmara ?
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული