"გოლდენ სტეიტმა" პლეი ოფისთვის ახალბედა ცენტრი დაიბრუნა

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტ უორიორსმა" პლეი ოფისთვის ახალბედა ცენტრი დემიენ ჯონსი დაიბრუნა, რომელიც განვითარების ლიგის გუნდ "სანტა კრუზში" ჰყავდა განათხოვრებული.

მარტსა და აპრილში ჯონსი განვითარების ლიგის თვის კალათბურთელად დასახელდა.

ჯონსი ზაზა ფაჩულიას ერთ-ერთი შემცვლელი იქნება, ის NBA-ში საშუალოდ 1,7 ქულასა და 1,8 მოხსნას აგროვებდა. სხვათა შორის, ჯონსი ერთადერთი ცენტრია, რომელთანაც "გოლდენ სტეიტს" ამ სეზონის შემდეგაც აკავშირებს კონტრაქტი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული