ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს პლეი ოფი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
17 აპრილს ვარსკვლავებით სავსე "გოლდენ სტეიტმა" პლეი ოფი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. დასავლეთ კონფერენციის მეოთხედფინალურ სერიაში ოკლენდელებმა "პორტლენდს" უმასპინძლეს და 121:109 გამარჯვებით 1:0 დაწინაურდნენ.

"გოლდენ სტეიტმა" დამაჯერებლად ითამაშა როგორც დაცვაში, ისე - შეტევაში და სერიის პირველი მატჩი ისე მოიგო, მეტოქესთვის შანსი არ მიუცია. "პორტლენდი" თამაშობდა ტრავმირებული ბოსნიელი ცენტრის - იუსუფ ნურკიჩის გარეშე, თუმცა დამიან ლილარდი და სიჯეი მაკოლუმი დიდებულად გაისარჯნენ. პირველმა 34, ხოლო მეორემ 41 ქულა მოაგროვა, თუმცა გუნდურად მოთამაშე "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ ვერაფერს გახდნენ.

ოკლენდელთა შორის 32 ქულითა და 10
მოხსნით ორმაგ დუბლს უწია კევინ დურანტმა. სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა დრეიმონდ გრინს, რომელმაც 19 ქულა, 12 მოხსნა, 9 პასი, 5 დაფარება და 3 ჩაჭრა დააგროვა. 29 ქულით გამოირჩა სტეფ კარი, ხოლო კლეი ტომპსონის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა.

"გოლდენ სტეიტის" სასტარტო ხუთეულის კიდევ ერთმა წევრმა - საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ 12 წუთი ითამაშა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 4 ქულას 2 მოხსნა და 1 პასი მოაყოლა. ფაჩულიამ 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.

სათადარიგოთაგან საუკეთესო იყო იან კლარკი, რომელმაც 12 წუთში 12 ქულა მიითვალა. ანდრე იგუდალამ კი 33 წუთი ითამაშა და ოკლენდელებს 2 ქულასთან ერთად 4 პასი მიაშველა.
იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-პორტლენდი 121:109
Sportall.Ge

სერიის მეორე მატჩი კვლავ ოკლენდში, 20 აპრილს გაიმართება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული