ზაზა ფაჩულიას 11 ქულა, 7 მოხსნა და "გოლდენ სტეიტის" 4:0 სერიაში [VIDEO]
თუმცა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალისტთა რიგებში ერთი დიდი დანაკარგია - ზურგის ქრონიკული პრობლემების გამო "პორტლენდთან" მესამე თამაშიდან "გოლდენ სტეიტს" მთავარი მწვრთნელი სტივ კერი დააკლდა.
NBA. პლეი ოფი სტივ კერის გარეშე
არ არის გამორიცხული, რომ კერმა საერთოდ ვეღარ გაწვრთნას ამ სეზონში "უორიორსი". როცა ჟურნალისტები ზაზა
"არა, კალათბურთელებში საგანგებო თათბირი არ გვქონია - სტივმა შეგვკრიბა და თავის სიტუაციაზე მოგვახსენა. ჩემთვის ეს საუბარი ძალიან მძიმე გამოდგა.
ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ სტივი თავს კარგად ვერ გრძნობდა, მაგრამ როცა მან დეტალები მოგვიყვა, ამ ყველაფერს ემოციურად შევხვდი. ისეთ ადამიანზე, რომელიც შენთვის ძვირფასია, ცუდის გაგონება არავის უნდა. ყველა მისი ტანჯვა, რომ გავიგე, თავი საშინლად ვიგრძენი, ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე.
მე ვუთხარი მწვრთნელს, რომ ჩვენ ყველანი ვილოცებთ იმისთვის, რომ მალე გამოკეთდეს", - განაცხადა ზაზამ.
"პორტლენდთან" მესამე მატჩის მოგება გუნდის ლიდერმა სტეფ კარიმ მწვრთნელს უძღვნა და ამ მატჩის ბურთიც გადასცა საჩუქრად.
"სტეფმა ნამდვილი ლიდერის შემართება გვიჩვენა, თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინა და ისე მოიქცა, როგორც ნამდვილ კაპიტანს შეეფერება. სტივს ძალიან გაუხარდა ეს საჩუქარი, სტეფის მხრიდან ეს იყო დიდებული ჟესტი".