შერმადინი, შენგელია და ბურჯანაძე ესპანური ლიგის MVP-ის ტიტულისთვის იბრძვიან

AutoSharing Option
საქართელოს ეროვნული ნაკრების წევრები ესპანეთის უმაღლესი ლიგის საუკეთესო კალათურთელის წოდებისთვის იბრძვიან. თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე და გიორგი შერმადინი ესპანეთის MVP-ის ტიტულისთვის მებრძოლ კანდიდატთა სიაში დაასახელეს.

გულშემატკივრებს ხმის მიცემა ყოველ 24 საათში ერთხელ Facebook-ზე, Twitter-სა და Instagram-ზე ჰეშთეგით #MVPMovistar და ოფიციალურ ვებგვერდზე სასურველი კალათბურთელის სახელითა და გვარით შეუძლიათ.

ქართველი კალათბურთელების მხარდასაჭერად ყოველდღიურად სამ სოციალურ ქსელში #MVPMovistar Giorgi Shermadini, #MVPMovistar Beqa Burjanadze, #MVPMovistar Tornike Shengelia დაწერაა საჭირო.

ხმის მიცემა 26 აპრილს დაიწყო და 13 მაისს, ღამის 2 საათზე დასრულდება. სოციალური ქსელი იქნება
ერთ-ერთი სეგმენტი. საუკეთესოს გულშემატკივართან ერთად მოთამაშეები, მწვრთნელები და ჟურნალისტები გამოავლენენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
შერმადინს აქვს შანსი MVP-ს.სტატისტიკა ხელს უწყობს.მოხსნებში მეორეა,მარგ კოეფიციენტში მეორე და ქულებში მესამე.ლიგის გამორჩეული მოთამაშეა.დიდი შანსი აქვს მხარს რომ დაუჭერენ მოვისტარ ლიგაშიც.ხმები არ გავყოთ!ყველამი გიოს MVP -ს მივაწვეთ.თუ ვინმემ იცით დადეთ ACB.com-იდან როგორ მივცეთ ხმა
ლევანი
09:46 28-04-2017
0
მართლაც,გიორგიზე ძალიან ხშირად წერს ესპანური პრესა და მოწონთ მისი თამაში.წარმატება გიორგის!
თინიკო
12:08 28-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული