თორნიკე შენგელიამ "ბასკონიას" უარი უთხრა და სავარაუდოდ, NBA-ში ბრუნდება

AutoSharing Option
ესპანური მედიის ინფორმაციით, "ბასკონიას" ორმა მოწინავე კალათბურთელმა უთხრა უარი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. ესენი არიან ადამ ჰანგა და თორნიკე შენგელია. ესპანური მედიის მტკიცებით, ორივეს NBA-ში თამაშის შანსი გაუჩნდა.

"ქართველ კალათბურთელს ადრეც უთქვამს, რომ მისი მიზანი NBA-ში დაბრუნებაა, სადაც 2012 წლიდან 2014 წლამდე 45 მატჩი ითამაშა "ნეტსსა" და "ბულზში". ევროლიგის ბოლო მატჩში ცსკა-სთან მან "სიქსერსის" პრეზიდენტის თვალწინ 19 ქულა ჩააგდო", - წერს gigantes.com.

- თორნიკე შენგელია: ჩემი მიზანი NBA-ში ამ ზაფხულს დაბრუნებაა!

philly.com-ის მტკიცებით, "ბასკონიასა" და ცსკა-ს თამაშს მართლაც ესწრებოდა "ფილადელფიას" პრეზიდენტი ბრაიან კოლანგელო. მთავარი აქცენტი ცსკა-ს მილოშ ტეოდოშიჩზე კეთდება, თუმცა ინტერესის სფეროში სხვა კალათბურთელებიც იყვნენ, მათ შორის, თორნიკე შენგელია (ფოტოზე თორნიკე ტეოდოშიჩის წინააღმდეგ).

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის დრაფტზე შენგელია სწორედ "ფილადელფიამ" აირჩია, თუმცა შემდეგ მასზე უფლებები "ბრუკლინს" გადაულოცა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები თოკოს !!! თორნიკე შენგელიას წარმატება იგივე საქართველოს წარმატებაა.
ბესო72
21:59 27-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული