ზაზა ფაჩულია: გობერი კარგი მოთამაშეა, მაგრამ...

AutoSharing Option
5 მაისს, დილის 7-ის ნახევარზე (ჩვენი დროით) ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" NBA-ს პლეი ოფის II რაუნდის მეორე მატჩს გამართავს "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ.

The Mercury News-ის აზრით, პირველ თამაშში "იუტამ" "გოლდენ სტეიტთან" ყველა ასპექტში წააგო, მათ შორის, ცენტრის პოზიციაზეც, სადაც რუდი გობერს უპირატესობა ენიჭებოდა ზაზა ფაჩულიასთან შედარებით:

"მართალია, 30 წუთში გობერი გუნდის საუკეთესო მოთამაშე იყო 13 ქულით, 8 მოხსნითა და ორი ბლოკ-შოტით, მაგრამ მან თამაში მინუს სამი ბალით დაასრულა.

როგორ მოხდა ეს? ზაზა ფაჩულიას 14 წუთში 10 ქულა და პლუს 6
ბალი ჰქონდა. მას დაეხმარნენ ჯავალ მაკგი, დევიდ ვესტი და, რა თქმა უნდა, დრეიმონდ გრინი, რომელსაც ასევე კარგი პლუს-მინუსის მაჩვენებელი ჰქონდა.

ამ საერთო ძალისხმევამ გობერის წინააღმდეგ შედეგი გამოიღო. საუკეთესო ვარიანტში მისთვის, ცენტრის პოზიციაზე დუელი ყაიმით დასრულდა.

შეტევაში გობერი საშინლად თამაშობდა, მას უბრალოდ, არ უმოქმედია მატჩის მიმდინარეობაზე. ფაჩულია და მისი გუნდელები ამით კმაყოფილები უნდა იყვნენ, არა? "არა, არ ვართ კმაყოფილები, უკეთ უნდა ვეთამაშოთ", - აცხადებს ზაზა. მაგრამ რა უნდა გააკეთონ "უორიორსის" ცენტრებმა გობერის წინააღმდეგ უკეთ, ვიდრე ეს სამშაბათს შეძლეს? "ამ კითხვაზე პასუხს არ გაგცემთ", - ამბობს ზაზა.

სავარაუდოდ, "უორიორსის" "მაღლებს" გაუმჯობესება მოხსნებში შეუძლიათ. "იუტას" მეტი მოხსნა დაუგროვდა 44 37-ის წინააღმდეგ.

"გობერი კარგი კალათბურთელია. მას უყვარს თავისი ნაღდი სროლები, როცა კალათს სიზუსტის მაღალი პროცენტით უტევს. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ეს არ გავაკეთებინოთ მას. ვიყოთ ეფექტურები იმაში, რაშიც არის თავად ძლიერი", - აცხადებს ფაჩულია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული