ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "იუტას" სერიის მეორე მატჩიც მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
5 მაისს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს პლეი ოფის მეორე მატჩში "იუტას" უმასპინძლა და ანგარიშით 115:104 დაამარცხა.

"უორიორსი" სერიაში 2:0-ს იგებს.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა ცენტრებს შორის მოედანზე ყველაზე ცოტი დრო გაატარა. ზაზა ფაჩულიამ სულ 8:58 წუთი ითამაშა და ამ ხნის განმავლობაში 2 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ "იუტას" ცენტრმა რუდი გობერმა მოედანზე 36 წუთი დაჰყო, რაც "გოლდენ სტეიტის" სამივე ცენტრის დროის ჯამზე უფრო მეტია. შესაბამისად, გობერმა ორმაგი დუბლი შეასრულა 16 ქულითა და 16
მოხსნით.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 33 ქულა გორდონ ჰეიუორდმა ჩააგდო.

მასპინძლების ლიდერებმა კი თანაბრად შედეგიანად ითამაშეს. კევინ დურანტმა 25 ქულა, 11 მოხსნა და 7 პასი მიითვალა, სტეფ კარიმ 23 ქულა, 7 პასი და 4 მოხსნა მოაგროვა, დრეიმონდ გრინმა კი 21 ქულა, 6 პასი და 7 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. რაც შეეხება კლეი ტომპსონს, მან 14 ქულა ჩააგდო.
იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-იუტა 115:104
Sportall.Ge

ფაჩულიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 მაისს სტუმრად "იუტასთან", ჩვენი დროით 04:30 საათზე გამართავს. შეგახსენებთ, რომ სერია 4 მოგებამდე გრძელდება.

დღის მეორე მატჩში "ვაშინგტონმა" "ბოსტონს" უმასპინძლა, ანგარიშით 116:89 დაამარცხა და სერიაში ანგარიში შეამცირა - 1:2. მასპინძლებს 24 ქულით ჯონ უოლმა ულიდერა.
მკითხველის კომენტარები / 28 /
ზაზას გაუმარჯოს ღმერთმა მარა მე შარშანდელი სეზონი უფრო მევასა. არ მინდა ასეთი ჩემპონობა.
აქ გაკეთებული კომენტარები რატომღაც ქართველი გულშემატკივრების დამოკიდებულებას მახსენებს ქინქლაძისადმი...
zizinichi
05 მაისი 2017 23:58
0
გუშინ,როცა მამუკა გორგოძის გადაწყვეტილების შესახებ გავიგე,კინაღამ გული გამისკდა.ყველა მადლობას ვუხდიდით და სიყვარულს ვუგზავნიდით მამუკას.მხოლოდ ქომაგმა იეჭვა,მამუკას წასვლა რუმინეთთან წაგების შემდეგ დაუმსახურებელმა კრიტიკამ ხო არ დააჩქარაო მისი გადაწყვეტილება.მგონი მართალია ქომაგი.როცა კაცი თავს სწირავს რაიმე საქმეს და შენ მის მონდომებას წყალს გადაასხავ,ეს არის ყველაზე მოკლე გზა ამ ადამიანს საქმეზე გული აუცრუო.თუ ასეა,მამუკა ამას არასოდეს არ იტყვის,მაგრამ თავი წარმოიდგინეთ,მის,ზაზას,ან კიდევ სხვა ცნობილი ადამიანის ადგილას.გაიხსენეთ საშა ჩივაძის ფორმაციის ნაკრები,ინგლისთან თანაბარ ბრძოლაში დამარცხება ვერ აპატიეს.შედეგი?ჩივაძე გადადგა,გუნდის სულისკვეთება კი სანთელივით ჩაქრა და მას შემდეგ სულ უკან მივდივართ.ასეა ძმებო ,გატეხვა გაცილებით ადვილია,ვიდრე გამთელება,ამიტომ გავუფრთხილდეთ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების გულებს და მაშინ,ჩვენც გაცილებით მეტ სიყვარულს მივიღებთ მათგან.
სოსო
05 მაისი 2017 19:01
0
ისევ შენს ტალღაზე ზიხარ ჯიხვივით, აქ ყველა მტყუანია და მარტო შენ ხარ მართალი.
შენისთანები არა და ვერ წვდებიან ორთქმავალის და კვამლის აზრს.
მართლაც ძალიან ძნელია თვალებზე ლიბრგადაკრულ ადამიანებთან საუბარი-ს
05 მაისი 2017 18:04
0
ესე არაა ყველას თვაის ადგილი აქვს! ეს კალათბურთია შახმატი ხომ არ არის? ყველას თავის საქმე აქვს და არამგონია აქ რომელიმე კომენტარის გამკეთებელი უკეთ ერკვეოდეს კალათბურთში ვიდრე გოლდენ სატეიტის მწვრთნელები! ზაზა ჭკვიანი მოთამაშეა და ეს არაერთხელ თქმულა! ყველამ იცი იცის რომ ის არც სწრაფია და არც კალათში ტენის ბურთს ლამაზად! მაგრამ იცის სად უნდა იდგეს და როგორ უნდა დაეხმაროს თანგუნდელებს! ესე დურანტი უძლიერესია (ჩემი აზრით) პირობითად ის რომ ახლა ვაშინგტონში ან სადმე რომელიმე სხვა გუნდში იყოს მეტი საშუალო ექნებოდა! აქაც იგივე ხდება ამ სტარებში ნაკლებად ჩანს თუმცა სხვა ზაზაზე უფრო მაგარი ცენტრი სხვა კალთბურთს ითამასებდა და ეს სულაც არ ჭირდება გოლდენს სტეიტს! ჭირდება ტიპი რომელიც არაქ ამბიცია მეტ სროლაზე სხვებისგან განსხვავებით....
gio
05 მაისი 2017 17:45
0
ხალხო რატომ უხსნით ასე თავგამოდებით ზაზას პლუსებს იმ ხალხს, ვინც მოდებაში არაა კალათბურთის, შეაყარე კედელს ცერცვი არიან ესენი, რას უხსნით, რას უმტკიცებთ ამ ბოღმა და უგუნურ ტიპებს ვერ გავიგე რა, იმ ბეჭედს რომ მიაბეჭდავს ზაზა ამ გაუგებარ არსებებს შუბლზე, ეგ იქნება ყველაზე კარგი პასუხი მათთვის. მანამდე სრული იგნორი მათ.
Bmb
05 მაისი 2017 17:43
0
მართლაც ძალიან ძნელია თვალებზე ლიბრგადაკრულ ადამიანებთან საუბარი,რომლებიც ყველაფერს სათავისოდ ატრიალებენ. სადმე დავწერე რომ ფაჩულია თუნდაც საუკეთესო გუნდში ყოფნას არ იმსახურებს? ნებისმიერ საჩემპიონო გუნდს ყოლია ბალასტი (თუმცა ზაზა მთლად ბალასტიც არაა).გუნდში 15 კაცია და ყველა სუპერვარსკვლავი ვერ იქნება.ფაჩულია მხოლოდ საქართველოსთვისაა ასეთი,მაგრამ ყოვლად არაადეკვატური შეფასებები რომ იმას ჯობია და ამას ჯობია... არადა გულის სიღრმეში რო ვგრძნობთ, რომ არ ჯობია არ გვინდა რა.
vaxo
05 მაისი 2017 17:25
0
რა უბედურებაა ასეთი მსჯელობაა ზაზაზე და საერთოდ მჯობნის მჯობნი ყოველთვის მოიძებნება..
პაატა
05 მაისი 2017 17:13
0
მე რა მაკვირვებს იცით,ამერიკაში ყოველ მე3 ბავშვს კალათბურთის ბურთი უჭირავს და ესეთ ქვეყანაში კაცი ყველაზე წარმატებულ გუნდში თამაშობს და თავის საქმეს 5 აკეთებს.ე.ი.თქვენ იცით ყველაფერი და ესენი აზზე არ არიან.რომ იძახით მაგ ხელფასითო,რაღა ზაზა აირჩიეს, თუ ამერიკელი არ წავიდოდა რა გონიათ მაგ ხელფასით მაგ გუნდში?ესე რამ გაგაბოროტათ ხალხნო(ხვდებიან ალბათ ვიზეც ვწერ)რო, მომდგარხართ და აკრიტიკებთ აქ,რაც ზაზას აქვს გაკეთებული იმის მერვედი გააკეთეთ თქვენ და მერე ილაპარაკეთ ბევრი.გუშინ ისეთი გახარებული ვიყავი მამუკას იმდენი საქებარი რომ წავიკითხე და ავღნიშნე კიდეც.ძალიან ძნელია როცა შორს ხარ და წარმატებულ შენს თანამემამულეზე ცუდ კომენტარებს რომ კითხულობ დაუმსახურებლად.10წელია ამერიკაში ვცხოვრობ და ზაზა ცუდი პრესაში არ წამიკითხავს...წარმატებები ზაზა!!!
კახა ქირია
05 მაისი 2017 16:54
0
vaxo სადღაც შეძვრა!!!! საღი კრიტიკა მართებული და მისაღებიცაა, მაგრამ ზაზას შემთხვევაში ეს ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია. დიდი ერები ვერ დაიკვეხნიან, ყავდეთ წარემომადგენელი ამერიკის საკალათბურთო ლიგაში. ღმერთის წყალობით ქართველებს ეს ბედნიერება გვაქვს. თანაც ძალიან დიდი ალბათობით ზაზა გახდება ჩემპონი და მოირგებს ბეჭედს. ასეთი რამ კი შეიძლება აღარასოდეს ან საუკუნეში ერთხელ განმეორდეს. მაშინ რაზე ვდავობთ საერთოდ და რა გვინდა? ვიცით კი??? ერთი კია, როცა კაცი ბუნებითაა ღვარძლიანი, მისთვის ყოველივე კარგი და პოზიტიური, მიუღებელია და ვერ იტანს. ესაა სულ,,..
გოგი ეზაკელი
05 მაისი 2017 16:51
0
რას მიესიეთ ამ ვახოს, რა თქვა არასწორი? მოყვარეს პირში უძრახეო, ეგ მაინც არ გაგიგონიათ? კი ბატონო, მშრომელი და მოწადინებულია, სიმაღლეც კარგი აქვს, მაგრამ ვერ არის დიდი კალათბურთელი, შინაგანად აკლია რაღაცა. ტომასი ზაზას ნახევარია სიმაღლეში, ვარჯიშებზეც არა მგონია ზაზასავით თავს იკლავდეს, მაგრამ მაინც დიდი კალათბურთელია, იმიტომ, რომ შინაგანად, სულით არის კალათბურთელი. ჩვენებში კი თოკო შენგელია უფრო დიდი მგონია, ვიდრე ზაზა.
კეთილი სამარიტელი
05 მაისი 2017 16:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული