"სპურსთან" 25-ს რომ ამოქაჩავ - ზაზა ფაჩულიამ ისტორია დაწერა! [VIDEO]

AutoSharing Option
14 მაისს ზაზა ფაჩულიამ "გოლდენ სტეიტის" შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი ითამაშა.

ოკლენდური გუნდისთვის მიმდინარე სეზონის ყველაზე პრინციპულ, დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა 11 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, რითაც დიდად დაეხმარა თავის გუნდს, რომელმაც 25-ქულიანი ჩამორჩენა გაუბათილა "სან ანტონიოს" და საბოლოოდ 113:111 იმარჯვა.

ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც NBA-ს კონფერენციის ფინალში ითამაშა!

ქართველი ცენტრი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და პლეი ოფის წინა მატჩებისგან განსხვავებით, მოედანზე საკმაოდ ბევრი - 26 წუთი გაატარა.

ზაზამ შეუცვლელად ითამაშა მე-3
მეოთხედი, როცა ოკლენდელებმა მატჩის გადასარჩენი რბოლა 25-ქულიანი ჩამორჩენიდან წამოიწყეს და ბოლო წამებზე წარმატებით დააგვირგვინეს.

ფაჩულიამ 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 11 ქულას 9 მოხსნა (5 შეტევაში), 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დაამატა.
იხილეთ ვიდეო: ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მომენტები სან ანტონიოსთან (11ქ)
Sportall.Ge

ქართველმა ლეგიონერმა ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა დ 3 პერსონალური ფოლი მიიღო. ამასთან, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა სტუმრებზე 11 ქულით მეტი ჩააგდეს.

აღნიშნულზე უკეთესი მაჩვენებელი (+14) მხოლოდ კევინ დურანტს ჰქონდა, რომელმაც 34 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 4 დაფარება მიითვალა. სტეფ კარის მონაგარი 40 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა გახლდათ. ამ ვარსკვლავების მერე, შედეგიანობის მხრივ, სწორედ ზაზა მოდიოდა.

"სან ანტონიოს" მხრიდან საუკეთესო ლამარკუს ოლდრიჯი იყო, რომელმაც 28 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა, "გოლდენ სტეიტს" კი "ქამბექი" კავაი ლეონარდის ტრავმამ გაუადვილა.

"სპურსის" ერთ-ერთ ლიდერს ფაჩულიასთან ორთაბრძოლისას ფეხი გადაუბრუნდა და მე-3 მეოთხედის მერე მოედანზე აღარ გამოჩენილა, არადა, იმ დროს აქტივში უკვე 26 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი ჰქონდა. ზაზას უშუალო ოპონენტის - პაუ გასოლის ანგარიშზე 16 წუთში მხოლოდ 5 ქულა დაგროვდა. ესპანელმა ცენტრმა თავი უფრო პერსონალურებით გამოიჩინა და მთლიანობაში 5 ჯარიმა დაუგროვდა.
იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-სან ანტონიო 113:111
Sportall.Ge

"გოლდენ სტეიტი" სერიაში 1:0 დაწინაურდა და მომდევნო მატჩს ისევ შინ, 17 მაისს ჩაატარებს. NBA-ს დიდ ფინალში ის გუნდი გავა, რომელიც 4 გამარჯვებას მოიპოვებს.

აღმოსავლეთ კონფერენციაში ფინალშია "კლივლენდი" და ელოდება ოპონენტს, რომელიც "ბოსტონისა" და "ვაშინგტონის" მე-7, გადამწყვეტ შეხვედრაში ამაღამ გამოვლინდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 38 /
ზაზა რომ ფინალში თამაშობს მაგასაც პუტინს ხომ არ აბრალებ?
კახა-ს-ს
15 მაისი 2017 16:15
0
ტვიტერზე, ფეისბუქში, იოუტუბეში და კიდევ ბევრ სხვა სოციალურ ქსელში.
მაგრამ ყველაზე ღადავი ისაა რომ, ამერიკელებთან ერთად რუსებმაც გაიგიჟეს თავი მათზე ღვარძლიანი კომენტარებით.
domentis
15 მაისი 2017 16:14
0
ასეა რა როცა დასჭირდათ მისცეს დრო და მანაც გამოიყენა, როც არ არის ამის საჭიროება რატო დატვირთავენ 33 წლის კაცს.
sabonis
15 მაისი 2017 16:08
0
ზაზას ტვიტერზე ემუქრებიან კავაის გამო.
თორე არ გადაუღუნონ რა
domenti
15 მაისი 2017 15:36
0
ეჭვიც არ მეპარება რო უმრავლესობას უხარია ფაჩულიას წარმატება მე კი პირადად მიტო ვქომაგობ რო ამ კაცმა მაყუთზე წინ სპორტული ჟინი და წოდება დააყენა და მინდა რო ბოლომდე მიიყვანოს თავისი ჩანაფიქრი ძალიან მაგარი თამაში იყო ნიუანსებში ჩაწვდომას ეხლა აზრი არააქ რადგან აქ რო წერო ამ თემაზე ერთი დღე არ გეყოფა ადამიანს.ესერთი და სხვა მრავალიო ნათქვამია და ღმერთმა ხელი მოუმართოს ზაზას.
qutaiseli
15 მაისი 2017 15:04
0
ზაზამ მართლა კარგად ითამაშა. მატჩში გარდატეხა მე–3 მეოთხედში მოხდა, რაც თავდასხმაში კარის და დაცვაში ზაზას თამაშის წყალობით მოხდა.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე უორიორზის მთავარმა მწვრთნელმა მატჩზე საუბარი სწორედ ზაზას ქებით დაიწყო.
gogig
15 მაისი 2017 14:21
0
როცა კარგია, კარგს იტყვი და როცა ცუდია ცუდს. ამ თამაშზე ზაზა დიდებული იყო!!!
ნათია
15 მაისი 2017 13:48
0
სტატისტიკას ზაზას ბლოკებიც დაამატეთ,ზაზას სათამაშო დრო კი საჭიროების მიხედვით იცვლება და როცა გუნდს გაუჭირდა,ისიც დატვირთეს/ამ თამაშის წინ გოლდენ სტეიტს ერთ კვირიანი შესვენება ჰქონდა,მეტოქეს კი სრულფასოვანი დატვირთვა და ფორმა,ამიტომაც გაუჭირსა ასე გოლდენს თავიდან და ალბათ ვერც გადაარჩენდა თამაშს რომ არა კავაის ტრავმა,მაგრამ ტრავმის ზაზაზე დაბრალება არასწორად მიმაჩნია.ტრავმა კავაის წინა თამაშებზე ჰქონდა მიღებული და ამ თამაშის დროსაც გაუმიზეზდა,როცა სათადარიგოებს ფეხზე დაეცა,ზაზას მომენტში კი მეტოქეს იგი არ შეჰხებია,მსაჯებმა იმიტომ დააჯარიმეს,რომ ქვეშ შეუძვრაო.ამ მომენტში ზაზა დიდ სისწრაფით გადავიდა კავაიზე და დაფარება სცადა,მისი ბრალი არაა რომ ფეხ ნატკენი კავაი შეშინდა და უკან გახტომა სცადა,თორემ ზაზას მასთან კონტაქტი მაინც არ ექნებოდა,მანამდე გაჩერდა.
სოსო
15 მაისი 2017 13:42
0
რა მოცლილი ხარ ტროლი, კალათბურთი შენთვის იგივეა როგორც ვირისთვის ხურმა, მაგრამ სხვებს რომ ნერვები უშალო ათასი ნიკით ათას სისულელეს როშავ აქ, გადადი მეზობელ საიტებზე იქ შენი საყვარელი პუტინი მაგრად მიგიბანძეს და ცოტა მიეხმარე შენი უბადლო პუტინისტური კომენტარებით, ბარემ თან შენივე შექმნილი ვახოც და ნათიაც წაიყოლიე.
კახა-ს
15 მაისი 2017 13:34
0
ისევ დაგეწყო ვახო შენს გამრუდებულ აზროვნებაში ძრომიალი?
ქართველი "სტეპტიკოსები" სად შეძვრნენ.-ს
15 მაისი 2017 13:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული