კავაი ლეონარდი: არა მგონია, რომ ზაზამ ტრავმა ძალით მომაყენა

AutoSharing Option
NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალის პირველ მატჩში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ეპიზოდმა ზაზა ფაჩულიასა და კავაი ლეონარდის მონაწილეობით. "სან ანტონიოს" ლიდერმა ამ ეპიზოდის შემდეგ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

- ზაზა ფაჩულია: ძალით მივაყენე ტრავმა ლეონარდს? რა სისულელეა! [VIDEO]

ზაზა ფაჩულიამ უარყო, რომ ტრავმა ძალით მიაყენა მეტოქეს. ამავე აზრზეა თავად დაზარალებულიც:

"არა მგონია, რომ ზაზამ ტრავმა ძალით მომაყენა. ის მებრძოდა, რომ ბურთი არ მესროლა კალათში. სროლისთვის განკუთვნილი წამები იწურებოდა და უნდა მესროლა, მას კი ხელი შეეშალა.

მე კიდევ ერთხელ ვნახავ ამ ეპიზოდს", -
განაცხადა კავაი ლეონარდმა, რომლის გარეშეც "სან ანტონიომ" უპირატესობა გაფლანგა და 111:113 წააგო ფინალის პირველი მატჩი.

- "სპურსთან" 25-ს რომ ამოქაჩავ - ზაზა ფაჩულიამ ისტორია დაწერა! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
912-ჩაგეთვალაა :D
პოპოვიჩი ძალიან მაგარი მწვრთნელია და კარგად იცოდა კავაის ტრამვა რას გამოიწვევდა მისი გუნდისთვის, პირველ რიგში ამ დროს ფსიქოლოგიურად ტყდება გუნდი, ამიტომაც გამწარებულზე გაუაზრებლად წამოროშა სისულელეები და ბრბო კიდევ უფრო გაააგრესიულა ზაზას მიმართ. ნერვოზა კია მაგრამ ფაქტია დიდი წონა აქვს და შედეგიც სახეზეა, იმედია ბოდიშს მოიხდის ამის გამო
gigi
15:20 22-05-2017
0
ა კაცი ვესტბრუკივით ტირილი კი არ დაიწყო და წყევლა-კრულვა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული