მაიკ ბრაუნი: მეგონა, ოლდრიჯის გაჩერება გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ზაზამ იყოჩაღა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას კარიერაში პირველი მატჩი NBA-ს კონფერენციის ფინალში წარმატებული გამოდგა - "გოლდენ სტეიტმა" 113:111 დაამარცხა "სან ანტონიო", ხოლო ზაზამ 11 ქულასა და 9 მოხსნას მოუყარა თავი.

მატჩის შემდეგ ზაზა გუნდის დროებითმა თავკაცმა სტივ კერის არყოფნაში, მაიკ ბრაუნმა შეაქო:

"ვფიქრობდი, რომ ზაზას ენერგია, მისი მებრძოლი ნატურა... არ ეყოფოდა ლამარკუს ოლდრიჯის გაჩერებას. მაგრამ ზაზამ თავის საქმე დიდებულად გააკეთა, ბრწყინვალედ ითამაშა ოლდრიჯის წინააღმდეგ.

მან ძალიან ბევრი წვრილ-წვრილი, მაგრამ მნიშვნელოვანი რამ გააკეთა გუნდისთვის, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. "სქრინებს" აყენებდა, სიტუაციის მიხედვით მოქმედებდა, ასრულებდა შეტევებს,
მეტოქის ფარზე იგებდა ბურთს", - თქვა ბრაუნმა.

- "ტვიტერზე" ზაზა ფაჩულიას "სან ანტონიოს" განრისხებულმა ფანებმა შეუტიეს [VIDEO]
- "სპურსთან" 25-ს რომ ამოქაჩავ - ზაზა ფაჩულიამ ისტორია დაწერა! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეა სპორტში, როდესაც მოწინაღმდეგე შენზე ბრაზდება ესეიგი შენ აკეთებ კარგად შენ საქმეს. ბრავო ზაზა!პატივს გცემს შენი ქვეყანა.
amiran
08:28 16-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული