ზაზას მაგარი ჩატენვა და ტრავმა! - ასეთ ფაჩულიას ვერ იცნობთ [VIDEO]

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" ძირითადი ცენტრი ზაზა ფაჩულია დაშავდა და დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეორე მატჩში, "სან ანტონიოს" წინააღმდეგ მხოლოდ საწყისი 7 წუთი ითამაშა.

ოკლენდელთა ქართველმა ცენტრმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო და ერთ-ერთ ეპიზოდში ტეხასელთა ფარში ჩატენილი ბურთის შემდეგ იატაკზე უხერხულად დაეშვა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ფაჩულიამ საკმაოდ ეფექტურად მეტოქე გუნდის კალათბურთელის წინააღმდეგ ჩატენა და შემდეგ კალათზე დაეკიდა, რაც ზაზას კარიერაში იშვიათად თუ გვინახია.
იხილეთ ვიდეო: ზაზა ფაჩულიას ეფექტური ჩატენვა, რის შემდეგაც ფეხი იტკინა
Sportall.Ge

ფაჩულიამ მარჯვენა ფეხის ქუსლი იტკინა და მოედანი მალევე დატოვა. ქართველი
ცენტრი თამაშში აღარ დაბრუნებულა. მას ქუსლი გაუსივდა და სამედიცინო გამოკვლევას, ეგრედ წოდებულ ემ-ერ-აის ოთხშაბათს ჩაიტარებს, რის შემდეგაც დადგინდება, თუ რა სიმძიმის დაზიანება აქვს.

სავარაუდოდ, საშიში არაფერია და ზაზა მომდევნო მატჩს, რომელიც მომავალ შაბათს სან ანტონიოშია დანიშნული, სრულფასოვნად ჩაატარებს.

რაც შეეხება მატჩს, "გოლდენ სტეიტმა" მეტოქე 136:100 გაანადგურა. მთავარი ლიდერის, კავაი ლეონარდის გარეშე მოთამაშე ტეხასელებმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს "უორიორსს" და შეხვედრა, რომ იტყვინ, უბრძოლველად დათმეს. იმ 7 წუთში, რაც მოედანზე იყო, ფაჩულიამ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 4 ქულა მიითვალა და ამას 2 პასი და 1 მოხსნა მოაყოლა.

მატჩის ბედი, ფაქტობრივად, თავიდანვე გაირკვა, როცა "გოლდენ სტეიტმა" პერიოდი 33:16 მოიგო. შესაბამისად, ოკლენდელთა ლიდერებმაც დატვირთვის გარეშე ითამაშეს. უბადლო შორი ტყორცნების ხარჯზე (9-დან 6 სამიანი) სტეფ კარიმ 29 ქულა მოაგროვა. 18 ქულა მიითვალა ახალბედა პატრიკ მაკაუმ, ხოლო კევინ დურანტის ანგარიშზე 16, კლეი ტომსონისაზე კი 11 ქულა დაგროვდა.
იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-სან ანტონიო 136:100
Sportall.Ge

"გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიას 2:0 იგებს და მომდევნო მატჩს სან ანტონიოში, 21 მაისს გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 17 /
ჩემგან კი დიდზე უდსესის მოკითხვა.
sabuni-s
17 მაისი 2017 21:07
0
ვიღაცაში გეშლები ძმაო, ვის როდის ვუწოდე ფაჩულისტი? რა სიზმარი ნახე? პირველად, რო გამოჩნდა 16-17 წლის ბიჭი ნაკრებში ზაზ იმის მერე მისი ფანი ვარ, ვიღაცაში გეშლები კიდე გიმეორებ.ვაა არ შემჭამეს კაცი კარგად წაიკითხეთ სახელი ზევით წერია კომენტარი ქვევით ალბათ ეს გერევაა.






















































/
sabuni-ss sabonisisgan
17 მაისი 2017 18:39
0
ვახუშტიო ვახუშტიო ოხ რა ბიჭი გაფუჭდიო
nnn
17 მაისი 2017 15:49
0
იმდენი ვუკიჟინეთ ჩატენე ჩატენეო რო დაიმტვრა კაცი
miriani
17 მაისი 2017 15:30
0
ეგ გვინდოდა ზაზა ეხლა ოქროს ბეჯედს ველოდებიტ მტელი საქარტველო
შოთა გუგეშაშვილი
17 მაისი 2017 14:58
0
ფაჩულიას სიყვარული რა პონტია,არ ჯობია კავაი ან ლებრონი გააღმერთო და და მათი ფანი იყო?



საინტერსოდ აზროვნებენ ზოგიერთები. ძლივს ქართულმა რამეს მიაღწია ნბა-ში როგორ შეიძლება არ უგულშემატკივრო?
ავლიპას როდის უნდა გაესინჯო იქ?
17 მაისი 2017 14:53
0
აქილევსის მყესი არ იყოს..საშიშია..როგორც ვიცი უკვე აქვს ერთ ფეხზე ოპერაცია გაკეთებული
ალექსანდრე
17 მაისი 2017 14:30
0
კოსტა ხეთაგურის და კოკოითის ნათესავი მსქროლავი ტროლია მაგი, დღე და ღამე ქართველების სიძულვილით ბოდავს და არც არავინაა პატრონი აქედან ერთხელ და სამუდამოდ მოაშორონ.
mamukas
17 მაისი 2017 14:29
0
ფაჩულიას სიყვარული რა პონტია,არ ჯობია კავაი ან ლებრონი გააღმერთო და და მათი ფანი იყო? საინტერსოდ აზროვნებენ ზოგიერთები. ძლივს ქართულმა რამეს მიაღწია ნბა-ში როგორ შეიძლება არ უგულშემატკივრო?
ალეკო
17 მაისი 2017 14:19
0
ეჰ ვახო ვახო "ვახო" მოდი გნახო, რანაირი ქართველი ხარ შენ? ე.ი ფაჩულია რომ გვიყვარს და კაი კაცი და პროფესიონალია "ფაჩულისტები" ვართ ხომ. შენ ვინ ხარ და რა რჯულის ხარ არ გრცხვენია ჩვენს საამაყო ქართველზე და დიდ კაცზე მასეთებს რო წერ
mamuka
17 მაისი 2017 13:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული