ზაზას მაგარი ჩატენვა და ტრავმა! - ასეთ ფაჩულიას ვერ იცნობთ [VIDEO]

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" ძირითადი ცენტრი ზაზა ფაჩულია დაშავდა და დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეორე მატჩში, "სან ანტონიოს" წინააღმდეგ მხოლოდ საწყისი 7 წუთი ითამაშა.

ოკლენდელთა ქართველმა ცენტრმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო და ერთ-ერთ ეპიზოდში ტეხასელთა ფარში ჩატენილი ბურთის შემდეგ იატაკზე უხერხულად დაეშვა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ფაჩულიამ საკმაოდ ეფექტურად მეტოქე გუნდის კალათბურთელის წინააღმდეგ ჩატენა და შემდეგ კალათზე დაეკიდა, რაც ზაზას კარიერაში იშვიათად თუ გვინახია.
იხილეთ ვიდეო: ზაზა ფაჩულიას ეფექტური ჩატენვა, რის შემდეგაც ფეხი იტკინა
Sportall.Ge

ფაჩულიამ მარჯვენა ფეხის ქუსლი იტკინა და მოედანი მალევე დატოვა. ქართველი
ცენტრი თამაშში აღარ დაბრუნებულა. მას ქუსლი გაუსივდა და სამედიცინო გამოკვლევას, ეგრედ წოდებულ ემ-ერ-აის ოთხშაბათს ჩაიტარებს, რის შემდეგაც დადგინდება, თუ რა სიმძიმის დაზიანება აქვს.

სავარაუდოდ, საშიში არაფერია და ზაზა მომდევნო მატჩს, რომელიც მომავალ შაბათს სან ანტონიოშია დანიშნული, სრულფასოვნად ჩაატარებს.

რაც შეეხება მატჩს, "გოლდენ სტეიტმა" მეტოქე 136:100 გაანადგურა. მთავარი ლიდერის, კავაი ლეონარდის გარეშე მოთამაშე ტეხასელებმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს "უორიორსს" და შეხვედრა, რომ იტყვინ, უბრძოლველად დათმეს. იმ 7 წუთში, რაც მოედანზე იყო, ფაჩულიამ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 4 ქულა მიითვალა და ამას 2 პასი და 1 მოხსნა მოაყოლა.

მატჩის ბედი, ფაქტობრივად, თავიდანვე გაირკვა, როცა "გოლდენ სტეიტმა" პერიოდი 33:16 მოიგო. შესაბამისად, ოკლენდელთა ლიდერებმაც დატვირთვის გარეშე ითამაშეს. უბადლო შორი ტყორცნების ხარჯზე (9-დან 6 სამიანი) სტეფ კარიმ 29 ქულა მოაგროვა. 18 ქულა მიითვალა ახალბედა პატრიკ მაკაუმ, ხოლო კევინ დურანტის ანგარიშზე 16, კლეი ტომსონისაზე კი 11 ქულა დაგროვდა.
იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-სან ანტონიო 136:100
Sportall.Ge

"გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიას 2:0 იგებს და მომდევნო მატჩს სან ანტონიოში, 21 მაისს გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 17 /
ქართველთმოძულე დაგეწერა პირდაპირ, ვახოს ნაცვლად. რამ გაგამწარა ასე და დაგბოღმა?
ვახო-ს
17 მაისი 2017 13:53
0
ეს ფაჩულთმადიდებლების სექტის გურუ რომ გააჩუმოთ ვინმემ,კარგი იქნება.
როგორი დაბალი ინტელექტის პატრონი უნდა იყო,რომ მთელი დღე იჯდე და ყველას რაღაც უაზრი იარლიყებს აწებებდე.
ეგ ალბათ ის არჩილ ხოფერია თუ ვიღაცაა,ზაზა თუ ოლსტარში ვერ შევა აქ აღარ დავპოსტავო,რომ "იმუქრებოდა".
ეტყობა მაინც ვერ მოუთმინა ზაზას სიყვარულით გამთბარმა გულმა,ვერ მოსცილდა აქაურობას.
ცოტაც მოითმინე,იტანჯე,ჯვარს (ფარს) ეცვი და ივნისში აუცილებლად ცხონდები:-)))
დაუოკებელ ფაჩულისტს ვახოსგან
17 მაისი 2017 13:28
0
ნაშა რაშავ, ან ბოლომდე კარგი თქვი ან ბოლომდე ცუდი, გირჩევნია საერთოდ აითესე აქედან, თორემ ადრე თუ გვიან ჩვენთვის ფუჩულისტებად წოდებისთვის მოგეკითხება პასუხი.
sabuni-ss
17 მაისი 2017 12:39
0
დღეს პოპოვიჩის ენაზე დაუცდა ზაზას ფეხი.
ბარკლიმაც თავი გაიგიჟა
17 მაისი 2017 12:18
0
ფარს იმიტომ ჩამოეკიდა,სან-ანტონიოს მოთამაშეს რომ არ დაცემოდა,ჩატენვის შემდეგ,მაგრამ მაინც უხერხულად დახტა...
dima
17 მაისი 2017 11:25
0
კაი რა ზაზუშ, ლამაზი იყო მარა შენი ტრამვა გვინდა ახლა, რმერთმა დაგიფაროს.
sabonis
17 მაისი 2017 10:58
0
თამაშის დამთავრების შემდეგ შემთხვევით გადავაწყდი ამერიკელების გაკეთებულ ზაზას მხარდამჭერ ვიდეოს იოუტუბეში, პოპოვიჩი მაგრად გააბანძეს ზაზაზე თავდასხმისთვის, აჩვენეს მისი მოთამაშეების ბინძური თამაშის ძველი მომენტენი, ასევე აქცენტი გააკეთეს.. თუ ზაზა ბინძური მოთამაშეა, მაშინ უამრავ ნბა-ს ნამდვილად ბინძურ მოთამაშეებს რაღა დავარქვათო და ძალიან ბევრი უხეში თამაშის მომენტები, რომლებიც ტრავმებით დამთავრდა, მათი კადრებიც ჩადეს ამ ვიდეოში.
დროული ვიდეოა ზაზაზე უამრავი თავდასხმებისა და საშინელი წნეხის ფონზე.
დღეს კი ჩვენი დათვი კი ძალიან დონდლოდ ჩამოხტა კალათიდან, იმედია სერიოზული ტრავმა არ მიიღო და შემდეგ თამაშებს არ გამოტოვებს, ვინაიდან პაპოვიჩი საკუთარ კედლებში უშეღავათო ბრძოლას გაუმართავს გოლდენს და ზაზას გარეშე დეზების ცენტრები დაჩაგრავენ მაკგის და ვესტს, რაც დღევანდელ თამაშშიც კარგად ჩანდა, მით უმეტეს შემდეგ თამაშშიც კავაიც აპირებს დაბრუნებას.
tanto
17 მაისი 2017 10:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული