აღიარება: შერმადინი პირველი ანდორელია, ბურჯანაძე - მეორე

AutoSharing Option
მართალია, ესპანეთის ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ "ანდორამ" საუკეთესო კალათბურთელი უკვე აირჩია. რა თქმა უნდა, ეს არის გიორგი შერმადინი, რომელიც უკვე მეორე სეზონია, "ანდორას" MVP-ის ტიტულს არავის უთმობს.

გამოკითხვაში გიორგიმ 739 ხმა მიიღო. 347 ხმით მეორე იყო ბექა ბურჯანაძე, რაც ახალგაზრდა ქართველის დიდი აღიარებაა. მან უკან მოიტოვა გაცილებით გამოცდილი კალათბურთელები, ისინიც, ვისაც ქულებიც ბექაზე მეტი აქვთ. მესამეა ფრანგი ენდრიუ ალბისი - 300 ხმა...

შეგახსენებთ, რომ "ანდორა" მეოთხედფინალში "რეალს" დაუპირისპირდება. სერიის პირველი მატჩი 24 მაისს მადრიდში გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული