ვასკესი ფაჩულიას წინააღმდეგ - "სან ანტონიოს" ფანმა ზაზას სასამართლოში უჩივლა [VIDEO]

AutoSharing Option
San Antonio Express-News მოულოდნელ ცნობას აქვეყნებს: "სან ანტონიო სპურსის" ერთ-ერთმა ფანმა მთელი სერიოზულობით უჩივლა ზაზა ფაჩულიას ტეხასის შტატის სასამართლოში კავაი ლეონარდისთვის ტრავმის მიყენებისთვის.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფანმა, რომლის სახელი და გვარია ხუან ვასკესი, სასამართლოში უჩივლა ზაზას და კომპენსაციის სახით (მორალური ზიანისთვის) 73 ათასი დოლარი მოითხოვა, თუმცა მისი მთავარი მოთხოვნაა, NBA-ს მოედნებზე შეწყდეს ზაზა ფაჩულიას უხეშობები.

"ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ ეს სახიფათო მოქმედებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს (და უკვე გამოიწვია) სერიოზული ტრავმები, აღიკვეთოს სან ანტონიოს მოედანზე", - განაცხადა ვასკესის ადვოკატმა ალფონსო კენარდ ჯუნიორმა.
NBA-ს ხელმძღვანელობამ უკვე გადაწყვიტა, რომ იმ ეპიზოდისთვის ზაზა ფაჩულია არანაირ სასჯელს არ იმსახურებს.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ეს თემა პოპოვიჩმა შეუგდო ფანებს! როგორც ადრე დავწერე თითონ ზაზას უნდა ეჩივლა პოპოვიჩისათვის! რას იზამ იქ, Aშშ-შ- ასეთი მენტალიტეტი აქვთ. კარგად იციან თუ ზაზაც მწყობრში ეყოლა გოლდენ სტეიტს, მაშინ სანტ ანტონიოს შანსი არ აქვს! ზაზა აქ საქართველოში ერთი ვინმე ვახოს გარდა ყველა შენი გულშემატკივარი ვართ. მიდი, მიაწექი შენებურად!
aburjga
18 მაისი 2017 16:58
0
ჭკვიანია ხუან ვასკესი, ამ პრიმიტიული ხერხით თავიც გაიპიარა და ცოტა ფულსაც იშოვის, ოღონდ არა ზაზასგან. )))
tanto
18 მაისი 2017 16:49
0
ისე ჩვენც რომ გვეჩივლა ვასკესისთვის და მოგვეთხოვა მისი იძულებითი მკურნალობა ფსიქიატრიულში, ურიგო არ იქნებოდა
სტუმარი
18 მაისი 2017 16:46
0
რამდენი გიჟი იქნება, თუ ყველას ყურადღება მიაქციე, შეიძლება გაგიჟდე კაცი, ამიტომ გავატაროთ წყნარად. ამ ყველაფრის თავი და თავი, გრეკ პოპოვიჩის უგვანო მოსაზრება იყო ამ საკითხთან დაკავშირებით.
ნიკოლოზი
18 მაისი 2017 16:27
0
ავადმყოფია ეს ხალხი)))
shota
18 მაისი 2017 16:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული