ზაზა ფაჩულიას თამაში "სან ანტონიოსთან" მე-3 მატჩში საეჭვოა

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" დროებითმა თავკაცმა მაიკ ბრაუნმა განაცხადა, რომ ანდრე იგუდალასა და ზაზა ფაჩულიას თამაში დასავლეთ კონფერენციის ფინალში "სან ანტონიოსთან" მესამე შეხვედრაში საეჭვოა.

ეს თამაში ტეხასის შტატში ჩვენი დროით 21 მაისს გაიმართება. ბრაუნმა ისიც თქვა, რომ იგუდალას თამაში უფრო მოსალოდნელია, რადგან მან სრულ ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ზაზამ მხოლოდ ნაწილობრივ შეძლო გუნდთან ერთად ვარჯიში.

შეგახსენებთ, რომ ზაზა "სან ანტონიოსთან" მეორე თამაშში დაშავდა, როცა მოედანზე მხოლოდ 7 წუთი გაატარა. გამოკვლევებმა ზაზას სერიოზული ტრავმა არ დაუდგინა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ოდალ ისევ შენსას უკაკუნებ და მოყვასს ქვას ესვრი.
კ"ოდალას"
23:11 20-05-2017
0
რას ერჩით ფაჩულიას ?
ტარიელი
22:09 20-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული