როგორც ესპანური საიტები წერენ, მადრიდის "რეალი" მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გადახალისებას და კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს. შენგელიას ტრანსფერი კი ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულად სახელდება.
სადღეისოდ კონკრეტულ მოლაპარაკებებზე ვერაფერს დავწერთ, რადგან ესპანეთში პლეი ოფი ახლა დაიწყო. შენგელიას "ბასკონია" "გრან კანარიას" 1:0 ამარცხებს, ხოლო "რეალი" მეოთხედფინალურ ორთაბრძოლებში ჯერ არ ჩართულა. მადრიდელები პირველ მატჩს დღეს გამართავენ გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის "ანდორასთან".
Eurohoops-ის ინფორმაციით "რეალს"
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 17 წლის შენგელიას "ვალენსიას" მაისურით იშვიათად ეძლეოდა ესპანეთის ჩემპიონატში თამაშის შესაძლებლობა, თუმცა სადებიუტო სეზონში სწორედ "რეალთან" ჩაატარა საუკეთესო მატჩი - 23 წუთში 7 ქულა ჩააგდო.
იგი 2014 წელს ამერიკიდან რომ დაბრუნდა, "რეალის" ინტერესზე მაშინაც დაიწერა, თუმცა ქართველმა "ბასკონიას" მიაშურა, სადაც სათამაშო პრაქტიკაც აკრიფა, გუნდის ლიდერადაც იქცა და...
"რეალში" გადავა თუ NBA-ს მიაშურებს, ესპანეთის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შევიტყობთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"