თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" "გრან კანარიას" სძლია და ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას "ბასკონია" ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

ვიტორიულმა კლუბმა მეოთხედფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტ მატჩში, დაძაბულ ბრძოლაში - 73:71 სძლია "გრან კანარიას" და პლეი ოფის მომდევნო რაუნდში გააღწია.

შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 11:58 წუთში მეტოქის ფარისთვის საერთოდ არ შეუტევია. ქართველ ფორვარდს აქტივში 2 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება ჰქონდა, პასივში კი - 3 პერსონალური ფოლი და 5 დაკარგვა.

მასპინძელთაგან 10 და მეტი ქულა ხუთმა კალათბურთელმა ჩააგდო, ყველაზე შედეგიანი კი ფრანგი ფორვარდი კიმ ტილი იყო 14 ქულით.

"ბასკონიას" მეტოქე
ნახევარფინალში "ვალენსია" იქნება, რომელმაც მეოთხედფინალში საერთო ანგარიშით - 2:1 სძლია "ბარსელონას". ნახევარფინალიდან სერია 3 მოგებამდე გრძელდება. მოედნის უპირატესობა კი შენგელიას გუნდს ექნება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი სტატისტიკაა ვერაფერს იტყვი
lado
10:59 29-05-2017
0
შენგელია ნოლი იყო ამ თამაშში, თუმცა მთელმა ბასკონიამ საძაგლად ითამაშა, მაგარი ჩავარდნა აქვთ
Gela
12:53 29-05-2017
0

სიახლეები პოპულარული