ზაზა ფაჩულია: თუ კლივლენდშიც ასე ვითამაშებთ, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს ფინალური სერიის მეორე მატჩშიც იოლად დაამარცხა "კლივლენდ კავალიერსი" - 132:113 და სერიაში 2:0 დაწინაურდა. ამჯერად, ზაზას წვლილი გამარჯვებაში ერთობ მოკრძალებული იყო: 13 წუთში 2 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა.

- ზაზა ფაჩულია საჩემპიონო ტიტულს უახლოვდება, "გოლდენ სტეიტმა" მეორეც მოიგო [VIDEO]

მედიასთან საუბარში ზაზა გუნდის თამაშითა და მწვრთნელის, სტივ კერის დაბრუნებითაა აღფრთოვანებული. შეგახსენებთ, რომ ზურგის ქრონიკული პრობლემის გამო "გოლდენ სტეიტის" მწვრთნელმა პლეი ოფის მატჩები გამოტოვა და გუნდს მაიკ ბრაუნი წვრთნიდა:

"თუკი ასევე ვითამაშებთ კლივლენდში, სხვა გზა
არ იქნება, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება.

ძალიან სასიხარულია სტივ კერის დაბრუნება. მე დავინახე ფანების რეაქცია, როცა ის გამოჩნდა. ის არაჩვეულებრივი პერსონაა. მიხარია, რომ თავს უკეთ გრძნობს და შეუძლია მუშაობა ისევ".

"უორიორსს" ორი მატჩის მოგება სჭირდება, რომ გახდეს ისტორიაში პირველი გუნდი, რომელიც NBA-ს ტიტულს ფინალში წაუგებლად მოიგებს. მაგრამ ყველას ახსოვს, რომ შარშან "კლივლენდმა" სერია 1:3-დან ამოქაჩა და ჩემპიონი გახდა.

"კერმა შეგვახსენა, რომ ამ სეზონში კლივლენდში, შესაძლოა, კიდევ უფრო გაგვიჭირდეს. გიჟური ატმოსფერო იქნება იქ მათი ფანების წყალობით. ასე რომ, სტუმრად დიდი ბრძოლები მოგვიწევს.

რაც უფრო უახლოვდება სერია დასასრულს, სულ უფრო რთული ხდება ის. ჩვენ ვამბობთ, რომ წინ კიდევ ბევრი მატჩია, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, მიზანთან ახლოსაც ვართ.

ისევ ისე კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და დეტალებს კიდევ უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ კლივლენდში", - განაცხადა ჩვენებურმა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
კერის დაბრუნება დიდი სტიმულია. წაადგება გუნდს. მაგრამ ზაზაზე ბევრია დამოკიდწბული და თუ თავისი შესაძლებლობების ზღვარზე არ ითამაშა არაფერი გამოვა. სახლში თავს გაიგიჟებენ. ლებრონი დაანგრევს ამათ თუ ზაზამ ტპსონი ვერ ამოკეტა და დახმარება დაჭირდა
Geda
16:32 05-06-2017
0
კლივლენდი საკუთარ პარკეტზე ორივეს მოიგებს. ამიტომ გოლდენმა თავისები აუცილებლად უნდა მოიგოს სახლში. ალბათ ასეც იქნება და 4:3 ვორიორზი.
Gela
17:53 05-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული