არც "რეალი" და არც NBA - თორნიკე შენგელია "ბასკონიაში" დარჩა

AutoSharing Option
"ბასკონიას" ოფიციალური საიტი იუწყება, რომ თორნიკე შენგელიამ კლუბთან ხელშეკრულება კიდევ სამი წლით გააგრძელა და ის ბასკურ გუნდში 2020 წლის ზაფხულამდე დარჩება.

"თოკო "ასულგრანას" მაისურას 2020 წლამდე ატარებს და ის კლუბის ახალი პროექტის ფუნდამენტური ნაწილი იქნება. "ბუესა არენაზე" კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელს და მოთამაშეს, რომელიც ხასიათით დიდებულად ერგება "ბასკონიას", - ვკითხულობთ ოფიციალურ საიტზე.

თორნიკე შენგელიამ 138 მატჩი ითამაშა "ბასკონიას" მაისურით. ამ სეზონში ის საშუალოდ 10,6 ქულას და 5,0 მოხსნას აკეთებდა თამაშში. ევროლიგის 12 მატჩში მისი საშუალო მაჩვენებელია 10,8 ქულა
და 4,4 მოხსნა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატს "ბასკონია" ნახევარფინალში "ვალენსიასთან" მარცხით დაემშვიდობა.

შენგელიას შესახებ ბევრს საუბრობდნენ მის NBA-ში დაბრუნებაზე. ასევე, მედია წერდა, რომ მისით მადრიდის "რეალი" იყო დაინტერესებული.
მკითხველის კომენტარები / 1 /
"ვალენსიასთან" მეოთხედფინალში კი არა, ნახევარფინალში გამოეთიშა "ბასკონია" ესპანეთის ჩემპიონატს. მეოთხედფინალში "გრან კანარია" გამოაგდო. ეს შერმადინის და ბურჯანაძის "ანდორა" გამოეთიშა მეოთხედფინალში "რეალთან".
ლადო
17:52 07-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული