"ახლა მაქვს შანსი, რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის"

AutoSharing Option
New York Daily News-მა სტატია მიუძღვნა ზაზა ფაჩულიას NBA-ს ფინალური სერიის მესამე მატჩის წინ.

"ზაზა ფაჩულიას სურვილი, გახდეს NBA-ს პირველი ჩემპიონი საქართველოდან, იმდენად ძლიერი იყო, რომ მან სეზონის დასაწყისში გაცილებით სარფიან კონტრაქტებზე თქვა უარი "გოლდენ სტეიტში" გადასვლისთვის.

როგორც ჩანს, ამ არჩევანმა გაამართლა - ცენტრს ორი მოგებაღა აშორებს სანუკვარ ბეჭედს. NBA-ს ჩემპიონობას უფრო ანალოგიური დასახელების აშშ-ის სამხრეთული შტატის კალათბურთელები არიან გაშინაურებულნი.

ზაზას ქვეყანაში კალათბურთი ფეხბურთსა და რაგბის ეჯიბრება პოპულარულობაში. ახლა ფაჩულია NBA-ში ერთადერთი ქართველი კალათბურთელია და ის თავის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე
საყვარელი ათლეტია.

მისი პოპულარულობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუკი "უორიორსი" ბოლომდე მიიყვანს ფინალს, რომელსაც ახლა 2:0-ს იგებს.

"საქართველო, ამერიკას თუ შევადარებთ, ძალიან პატარა ქვეყანაა, სულ რაღაც 3,5 მილიონი ადამიანით, მაგრამ იქ ძალიან უყვართ კალათბურთი", - განუცხადა 33 წლის ფაჩულიამ კლივლენდში რეპორტიორებს.

"კალათბურთი ქართველებს სისხლში გვაქვს. ჩვენს ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის სიყვარულით არაერთი თაობა გაზრდილა. ჩვენ ბევრი წარმატებული კალათბურთელი გვყოლია. კალათბურთი ქართულ სპორტში უდიდეს როლს ასრულებს".

გასულ წელს ფაჩულიამ არჩია ტალანტებით სავსე "გოლდენ სტეიტში" გადასვლა მიზნის მისაღწევად. თუ ასე მოხდა, ზაზა თავის მე-14 სეზონში შეძლებს ტიტულის მოგებას.

ქართველთან ერთად "გოლდენ სტეიტმა" პლეი ოფში საოცარ რეკორდს მიაღწია - 14 თამაში მოიგო ზედიზედ და ჯერაც დაუმარცხებელია. ფაჩულიას ამ წარმატებაში დიდი წვლილი აქვს, იბრძვის დაუღალავად ფარქვეშ, მუშაობს მოხსნებზე და დაცვაზე და უყენებს "სქრინებს" უფრო მაღალი ოსტატობის თანაგუნდელებს.

ზაზა თითქმის ყველა სეზონთშორის შესვენებაზე არ ჩერდება და საქართველოს ნაკრებში თამაშობს. ამასთან, არასოდეს ივიწყებს თავის ქვეყანაში კალათბურთის პოპულარიზაციას. საქართველოში ოთხშაბათს ბევრი ადამიანი დაელოდება "კლივლენდთან" მესამე დაპირისპირებას.

"ვიცი, რომ ჩემს ქვეყანაში წლებია, მგულშემატკივრობენ. განსაკუთრებით, ჩემი კარიერის ამ ეტაპზე. ახლა მაქვს შანსი, გავაკეთო რაღაც მნიშვნელოვანი ჩემი ქვეყნისთვის და გავხდე მსოფლიოს ჩემპიონი, - ამბობს ზაზა. - ისინი მოუთმენლად ელიან ამას და მე ძალიან ბედნიერი ვარ და ვამაყობ, რომ ქართველი ვარ".
მკითხველის კომენტარები / 18 /
წარმატებები ზაზა!მეც აქ N.Y.-ში ხანდახან შენით ვაგებინებ ხოლმე რომ საქართველოდან ვარ.ბეჭედი,ბეჭედი!
კახა ქირია
20:43 07-06-2017
0
ზაზა მაგარი კაცი ხარ და მაგრად გვიყვარხარ იცოდე. აქ ყველა კაი დამწერს კიდევ გენაცვალეთ ჯიგრიან გულებში!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული