მაშინდელი გუნდის წარმატებას დიდად განსაზღვრავდა მეჯიკის პასის კულტურა და ქარიმ აბდულ-ჯაბარის ოსტატობა.
"დიდი ალბათობით, ჩვენ ამ გუნდს ძალიან იოლად დავამარცხებდით, გავანადგურებდით. ისინი ძალიან "დაბლები" არიან. თეორიულად, ვისი დაყენება შეუძლიათ ქარიმ აბდულ-ჯაბარის წინააღმდეგ? ზაზა? ბოდიში მომიხდია", - თქვა მეჯიკმა ინტერვიუში.
თუმცა Washington Post-ს მიაჩნია, რომ ზაზას მოყვანა მაგალითად არც ისე ლოგიკურია: "რა თქმა უნდა, ზაზას ძალიან გაუჭირდებოდა ჯაბარის წინააღმდეგ, მაგრამ მისი მოყვანა მაგალითად ნაკლებად ლოგიკურია,
მეჯიკის ნათქვამს ზაზა არა და მისი თანაგუნდელი დრეიმონდ გრინი გამოეხმაურა: "ასეთი შეხვედრა უბრალოდ ვერ გაიმართება და ერების შედარება არ მიყვარს. ახლა სულ სხვა კალათბურთია, მაშინ კი სულ სხვა იყო. მაგრამ ისე რა უნდა დაეპირისპირებინა მაშინდელ "ლეიკერსს" ჩვენთვის, მათ ხომ სამქულიანების სროლა არ იცოდნენ".
შეგახსენებთ, რომ მეჯიკ ჯონსონმა 80-იან წლებში ხუთჯერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული "ლეიკერსში".