ამ შეხვედრაში ჩვენებური ნაკლებად პროდუქტიული გამოდგა - მან 13 წუთში მხოლოდ თითო მოხსნა და პასი მიითვალა. ჩვენებურმა ყველა სროლა ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და ამდენჯერვე დაჯარიმდა. თუმცა უქულოდ დაასრულა მატჩი მისმა ვიზავი ტრისტან ტომპსონმაც.
ზაზა ფაჩულიას და "გოლდენ სტეიტს" NBA-ს ჩემპიონობამდე 1 მოგება აშორებთ [VIDEO]
მატჩის დასრულების შემდეგ "გოლდენ სტეიტის" თავკაცმა სტივ კერმა ფაჩულია მაინც შეაქო:
"ზაზამ კარგად იმუშავა ტანით ტრისტან
ქართველი ცენტრი პირველ მეოთხედში ყველაზე ადრე გამოცვალეს, რადგან ფოლები მალევე მიიღო, ერთხელ კი გარბენიც გააკეთა.
ამერიკული მედია განსაკუთრებით ორ ეპიზოდზე ამახვილებს ყურადღებას - ერთ-ერთ ეპიზოდში ზაზას მოხსნისთვის ბრძოლა "კლივლენდის" გამთამაშებელმა კაირი ირვინგმა აჯობა, რომელიც გაცილებით დაბალია ჩვენებურზე, მაგრამ მაინც უფრო მაღლა ახტა.
მეორე ეპიზოდი მანამდე მოხდა - ზაზამ 6 ფუტის მანძილიდან, ხელსაყრელი სიტუაციიდან ფარს ვერ მიაღწია ბურთი და მიუხედავად იმისა, რომ სტუმართა შეტევა მაინც ჩაგდებით დაგვირგვინდა, ფაჩულიას ჯარიმის გამო 2 ქულა არ ჩაითვალა.
sbnation.com-მა ამ ეპიზოდზე დაწერა: "შესაძლოა, ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდად სანახავი სროლა იყო, რომელიც თქვენ კალათბურთის მატჩზე გინახავთ".
ვიდეო "ტვიტერზე" BusinessInsider-ის სპორტული განყოფილების რედაქტორმა კორკ გეინსმა დადო შემდეგი კომენტარით: "ზაზამ 6 ფუტიდან ჰაერში გაისროლა, შემდეგ კი ფოლიც მიიღო. როგორ შეიძლება ამ კალათბურთელს "უორიორსის" მაისურა ეცვას?".
ზაზას კრიტიკოსებს და გეინსს - თუ დაითვალეთ, რაც ირვინგმა და ლებრონმა ნატყორცნი ბურთები საერთოდ ფარსაც, რომ აცილდა. ან თამაში თუ ნახეთ ირვინგმა როგორ მოიპოვა 76, 78 და მე-80 ქულა. რა უქნა სუპერმხტომარე მაკგის? ან სმიტმა რა „პადნოჟკა“ დაუდო მოწინააღმდეგეს? ზაზას რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინა ალბათ ანათემას გადასცემდნენ. კავსის გულშემატკივარი ექსპერტების მესმის - გულზე არიან გახეთქილები, მაგრამ ამ ჩვენ ზოგიერთ ქართველს რა დაემართად, თამაშის გარჩევა და წაკითხვა თუ არ იციან, ნბა-ს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელს, კერის მაინც დაუჯერონ. ქართველებს შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ასეთი ინტელექტუალი და აზრიანი კალათბურთელი გვყავს.
რა გინდათ? ეკუთვნისს ანუ და დააყენეთ ენები და
ვარცკვლავებით გაძეძგილ გუნდში,სასწაულებს სჩადიან,იმედია ამ გამოცდილებას საქართველოში გამოიყენებს და ეს ჩვენს ახალ თაობას წაადგება. წარმატებებს ვუსურვებ ,უფალი გფარავდეს ზაზა!