ჩემპიონობა გადაიდო - ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" კლივლენდში წააგეს [VIDEO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიასა და "გოლდენ სტეიტის" ჩემპიონობა, სულ ცოტა, სამი დღით გადაიდო. თბილისის დროით 10 ივნისს დილით NBA-ს ფინალური სერიის მეოთხე მატჩი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ნაკრების კაპიტნის გუნდმა სტუმრად "კლივლენდ კავალიერსთან" ანგარიშით 116:137 წააგო.

სერიაში ანგარიში 3:1 გახდა, "გოლდენ სტეიტის" სასარგებლოდ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ქართველი ცენტრი "გოლდენ სტეიტის" სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე გატარებულ 15:40 წუთში კი მისი მონაგარი 6 ქულა (2-იდა 2 ორქულიანი, 4-იდან 2 სააჯარიმო) და 3 მოხსნაა.

"კლივლენდში" საუკეთესონი ლებრონ ჯეიმსი (31 ქულა, 10 მოხსნა, 11 პასი) და კაირი ირვინგი
(40 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი, 3 ჩაჭრა) იყვნენ, სტუმართა რიგებში კი კევინ დიურანტი გამოირჩა (35 ქულა, 4-4 მოხსნა და პასი).

სერიის მე-5 შეხვედრაში ფაჩულიას გუნდი უკვე მასპინძელი იქნება - მატჩი ოკლენდში, თბილისის დროით 13 ივნისს, დილის 5 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ სერია 4 მოგებამდეა და გამარჯვების შემთხვევაში "გოლდენ სტეიტი" NBA-ს ჩემპიონობას ისტორიაში მეოთხედ იზეიმებს.
მკითხველის კომენტარები / 22 /
რას ამბობ კაცო 23 მდე რა მომაცდენინებს .))ან მოიგებს და ან არა გოლდენი! ))შარშანაც ასე ეგონათ. მეორდება ყველაფერი!
aburjga -ს კლივლენდისგან
04:07 11-06-2017
0
პრაქტიკულად ვერ ვუყურე თამაშს,ძალიან ჭედავდა.
სოსო
08:21 10-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული