ისტორია დაწერილია - ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონია! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების ლიგის ჩემპიონია!

ქართველი კალათბურთელის გუნდმა "გოლდენ სტეიტმა", თბილისის დროით 13 ივნისს, დილით, ოკლენდში გამართული ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "კლივლენდ კავალიერსი" ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ, ისტორიაში კი მეხუთედ მოიპოვა (BAA: 1947, NBA: 1956, 1975, 2015, 2017).

ჩემპიონობის მომტან მატჩში ქართველმა ცენტრმა 10 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 3 მოხსნა (ყველა მეტოქის ფარზე) და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ფაჩულიამ ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4-ჯერ დაჯარიმდა.
ორმაგი დუბლი მიითვალა სტეფ კარიმ - 34 ქულა, 10 პასი. 20 ქულა ჰქონდა ანდრე იგუდალას, კლეი ტომპსონმა კი შეხვედრა 11 ქულით დაასრულა.

ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა, რაც უდიდესი წარმატებაა მთლიანად ქართული სპორტის მასშტაბით. ეს გამარჯვება ზაზამ ქართული დროშის თანხლებით იზეიმა.
იხილეთ ვიდეო: ზაზა ფაჩულია საქართველოს დროშით
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ფაჩულია NBA-ში 2003 წლიდან გამოდის, სადაც ბოლო სეზონამდე "ორლანდოში", "მილუოკიში", "ატლანტასა" და "დალასში" თამაშობდა. შარშან ზაფხულს მან არჩევანი ვარსკვლავურ "გოლდენ სტეიტზე", საკმაოდ დაბალი ხელფასის სანაცვლოდ, მაგრამ საჩემპიონო ბეჭდის მოპოვების იმედად შეაჩერა და როგორც ვხედავთ, არც შემცდარა!
მკითხველის კომენტარები / 56 /
ვამაყობთ შენით ზაზა! გილოცავ!
ზვიადი
13 ივნისი 2017 11:11
0



მე თვით JAGA _ ს (არ მახასიათებს ცხოვრებაში ცრემლები) ამ სიხარულით ცრემლებს ვერ ვიკავებ როცა საქრთველოს დროშას ვხედავ ))))))))
ეს მარტო ზაზას სიხარული არ არის!
ეს ჩვენი ქრთველების სიხარულია რომელიც ყველაზე ღირებულია ამ წამს ჩვენს ქვეყანაში . . .
J A G A
13 ივნისი 2017 11:02
0
მათ გარდა ყველას გილოცავთ პირველ ქართველ ნბა-ს ჩემპიონს, რომელმაც სიამაყით ააფრიალა ამერიკაში ამ დილით ქართული დროშა
J A G A
13 ივნისი 2017 10:54
0
კუნთას მეხოტბეები ეხლა მაინც მოისვენებენ შენი ლაძღვაგინებით ზაზა რაუნდა თქვას კაცმა შენზე იმის გარდა რო მაგარი ქართველი ხარ.გაგიმარჯოს შენი ოჯახით იხარე და იდღეგრძელე.
quTaiseli
13 ივნისი 2017 10:53
0
რა თქმა უნდა 4-1 აბა რააა,ზაზა მგელი ხარ.ვიასატის კომენტატორებო გამოიღეეეთ
ირაკლი
13 ივნისი 2017 10:41
0
ვამაყობთ შენით ზაზა, გაგახაროს ღმერთმა!!!
ზსს
13 ივნისი 2017 10:31
0
ვულოცავ ზაზას ამ თავდადებულ ქართველს და საქართველოს ამ დიდ წარმატებას!!!
tuko
13 ივნისი 2017 10:14
0
ვულოცავ ზაზას და მთელ საქართველოს ამ დიდ გამარჯვებას,ბრავო!
ნანა
13 ივნისი 2017 10:13
0
მახსოვს ვიღაცები კლივლენდის ჩემპიონობას პროგნოზირებდნენ და ალბათ გულშემატკივრობდით !!!

ყოველი გოლდენ სტეიტის თამაშზე ზაზას საგულშემატკივროდ დილის 5 ზე ვდგებოდი...


ხოდა ესეც ასე, სიხარულისგან ცრემლი მომდიოდა დღეს !!!


მიდი ზაზულიკ ეგრე უნდა ესეც ისტორია !!!



ყველა შურიანს და არაპატრიოტს რიგითი ქართველისგან
13 ივნისი 2017 10:00
0
ღირსეული ქართველის ღირსეული წარმატება.
ოთო
13 ივნისი 2017 09:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული