ისტორია დაწერილია - ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონია! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების ლიგის ჩემპიონია!

ქართველი კალათბურთელის გუნდმა "გოლდენ სტეიტმა", თბილისის დროით 13 ივნისს, დილით, ოკლენდში გამართული ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "კლივლენდ კავალიერსი" ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ, ისტორიაში კი მეხუთედ მოიპოვა (BAA: 1947, NBA: 1956, 1975, 2015, 2017).

ჩემპიონობის მომტან მატჩში ქართველმა ცენტრმა 10 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 3 მოხსნა (ყველა მეტოქის ფარზე) და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ფაჩულიამ ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4-ჯერ დაჯარიმდა.
ორმაგი დუბლი მიითვალა სტეფ კარიმ - 34 ქულა, 10 პასი. 20 ქულა ჰქონდა ანდრე იგუდალას, კლეი ტომპსონმა კი შეხვედრა 11 ქულით დაასრულა.

ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა, რაც უდიდესი წარმატებაა მთლიანად ქართული სპორტის მასშტაბით. ეს გამარჯვება ზაზამ ქართული დროშის თანხლებით იზეიმა.
იხილეთ ვიდეო: ზაზა ფაჩულია საქართველოს დროშით
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ფაჩულია NBA-ში 2003 წლიდან გამოდის, სადაც ბოლო სეზონამდე "ორლანდოში", "მილუოკიში", "ატლანტასა" და "დალასში" თამაშობდა. შარშან ზაფხულს მან არჩევანი ვარსკვლავურ "გოლდენ სტეიტზე", საკმაოდ დაბალი ხელფასის სანაცვლოდ, მაგრამ საჩემპიონო ბეჭდის მოპოვების იმედად შეაჩერა და როგორც ვხედავთ, არც შემცდარა!
მკითხველის კომენტარები / 56 /
ვულოცავ ზაზას
zviadi
13 ივნისი 2017 09:18
0
გილოცავ კაპიტანო ამ უდიდეს წარმატებას.შენი წვლილი საკმოდ დიდია გუნდის გაჩემპიონებაში.გისურვებ რომ მომავალ სეზონშიც გვენახოს საჩემპიონო ბეჭედი შენ თითზე და ეს იქნება უდიდესი წარმატება ქართული სპორტისთვის.
ევროპის ჩემპიონატზეც გადაედება მთელ გუნდს ეგ მუხტი და ვფიქრობ წარმატებაც არ დააყოვნებს.მთავარია ყველანი ჯანმრთელად გვყავდეთ
გიო
13 ივნისი 2017 09:16
0
ზაზათი იხარე ერო, მოკვდით და ბოღმით დაიღრჩვეთ ზაზას და ქვეყნის მტრებო!

აქაური ვაი ქართველების და პროვოკატორი არაქართველების ორაზროვანი, სამაზროვანი და შეფარული კომენტარები, რომლის გაკეთებასაც აუცილებლად შეეცდებიან ცოტა ხანში, დღეს მაინც დაბლოკეთ.
აი ასე
13 ივნისი 2017 09:09
0
ზაზა მგელი ხარ!!!!!!!!
კობა
13 ივნისი 2017 08:53
0
ვულოცავ ზაზას და მთელ საქართველოს, მთელი სეზონი ვგულშემატკივრობდით. ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია საქართველოში. ვუსურვებ წარმატებებს პირად ცხოვრებაში და ყოველივე კარგს. ზაზას გაუ-მარ-ჯოს!!!!!!!!!!
მამუკა
13 ივნისი 2017 08:41
0
კაპიტანო გილოცავ. მაგარო ქართველო სულ გამარჯვებული იყავი. ნაკრებს გადმოსხმოდეს და თაობებს შენი წარმატება. ახლა ევროპა მოგვაგევინე
Zorgo
13 ივნისი 2017 08:34
0
გილოცავთ, ძალიან მაგარი ხარ. წარმატებები მომავალშიც.
daviti devidze
13 ივნისი 2017 08:30
0
არის,აღსრულდა ოცნება,არის აღსრულდა მიზანი.ზაზა ჩემპიონია!!!ვაშა გოლდენ სტეიტ.ონლაინ ტვზე გაჭედილი იყო მთელი თამაში,ბოლოს ვიკს ტვ ზე გადავედი და იქ მშვენიერი მიღება დამხვდა,ეგაა, მხოლოდ მესამე პერიოდის ბოლო ოთხი წუთი და მეოთხე პერიოდი ვნახე,სადაც ზაზას არუთამაშია.
სოსო
13 ივნისი 2017 08:22
0
ამას ვინ წარმოიდგენდა..ამაზე ოცნებასაც კი ვინ გაბედავდა საერთოდ..ზაზამ ეს მართლაც სიზმარი აქცია სინამდვილედ..ბრავო მას..სულ რომ 1 წუთი ეთამაშა მთელი სეზონი ამას არავინ არ გაიხსენებს მომავალში,არამედ იმას რომ ნბა-ს ჩემპიონი გვყავს,მითუმეტეს ის ძირითადი ცენტრი იყო გოლდენის და თავისი მცირეოდენი წვლილიც შეიტანა გოლდენის ჩემპიონობაში.გილოცავთ ყველას,გილოცააააავთ!!!! ზაზა გენაცვალე,წინ ევროპის ჩემპიონატია!
ალექს
13 ივნისი 2017 08:16
0
პროფესიონალია, სწორი არჩევანი გააკეთა, ძალიან ღირსეული იყო ვარსკვლავურ გუნდში, მადლობა ზაზას,მთელი სეზონი ვგულშემატკივრობდი. წინ ნაკრების თამაშებია და წარმატებები, კაპიტანო
zaza
13 ივნისი 2017 08:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული