"გოლდენ სტეიტმა" შაბათს NBA-ს ისტორია დაწერა - როცა სუპერმაქსიმალური კონტრაქტი შეათანხმა სტეფ კარისთან, რომელიც 5 წელიწადში 201 მილიონ დოლარს მიიღებს.
სულ მალე გაფორმდება ოდნავ ნაკლებად შთამბეჭდავი კონტრაქტი კევინ დურანტთანაც.
ასევე კლუბმა უკვე დაიბევა კარის შემცვლელი გამთამაშებელი, შონ ლივინგსტონი, ისიც რჩება.
დარჩა ვეტერანი ცენტრი დევიდ ვესტიც.
სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ "გოლდენ სტეიტმა" მოაგვარა მთავარი საჭოჭმანო საკითხი, გუნდის "მეექვსე კაცი", ანდრე იგუოდალა
ამის შემდეგ, SportsNet Bay Area მიიჩნევს, რომ გუნდს არანაირი შანსი აღარ დარჩა დარჩენილი ხუთი თავისუფალი აგენტი დაიბრუნოს. ესენი კი არიან: ზაზა ფაჩულია, მეტ ბარნსი, იან კლარკი, ჯეიმს მაკადუ და ჯაველ მაკგი.