"გოლდენ სტეიტი" - რჩება ორი ადგილი, ახლა ზაზას ჯერია?

AutoSharing Option
NBA-ს ჩემპიონი "გოლდენ სტეიტ უორიორსი" ძალზე სწრაფი ტემპებით აყალიბებს გუნდს, რომელიც მომავალ სეზონში ტიტულის დაცვას შეეცდება. ასე რომ, ზაზა ფაჩულიას გულშემატკივრებს დიდხანს მოცდა არ მოგვიწევს, მისი ამბავიც მალე უნდა გაირკვეს.

"გოლდენ სტეიტმა" კიდევ ორი თავისუფალი აგენტი დაიმატა - მცველი ნიკ იანგი (5,2 მილიონი დოლარი) და მსროლელი ომრი კასპი (2,3 მლნ). ასე რომ, გუნდს განაცხადში მხოლოდ ორი თავისუფალი ადგილი დარჩა და, დიდი ალბათობით, ახლა ზაზა ფაჩულიას ჯერია.

ნაკლები შანსია, რომ "გოლდენ სტეიტი" მასაც დაიტოვებს და კიდევ ერთ ცენტრ ჯაველ მაკგის, ორივეს
ერთად გუნდი გადავსებული ბიუჯეტით უბრალოდ, ვერ გაწვდება. ამიტომაც ვრცელდება ცნობები, რომ მაკგი "კლიპერსთან" აწარმოებს მოლაპარაკებას.

ამერიკელი ჟურნალისტები ნიკ იანგის დამატების შემდეგ ხუმრობის ხასიათზე დადგნენ - რეგულარული სეზონი მოსაწყენი გახდება, რადგან "უორიორსი" 82:0 სერიას გაახერხებსო.
მკითხველის კომენტარები / 10 /
რუსეთუმევ მარტო ენის მოსაქავებლად რომ არ აკომენტარებდე და თამაშებს რომ უყურებდე, გეცოდინებოდა რომ ვესტი ცენტრი არ არის.
papais
12:21 07-07-2017
0
ვერ მივხვდი რუსეთუმე რა შუაში იყო? ჯობია წესიერად ისაუბრო.. ვინ მოგცა სხვისი შეურაცყოფის უფლება შე მართლა უვიცო
papai
12:53 07-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული