მოგეხსენებათ, ქართველი ცენტრი დათანხმდა NBA-ს ჩემპიონის შემოთავაზებას და კიდევ ერთი წლით დარჩა ოკლენდში.
ზაზა თავისუფალი აგენტი იყო და კლუბმა გამოიყენა ის, რომ ლარი ბერდის წესი არ მოქმედებს მასზე და ქართველს შარშანდელ კონტრაქტზე 20%-ით უკეთესი გაუფორმა - 2017/18 წლების სეზონში ზაზა 3,5 მილიონ დოლარს მიიღებს.
როგორც ხედავთ, როგორც შარშან, ფაჩულიამ ამჯერადაც იმაზე წამგებიანი კონტრაქტი გააფორმა, ვიდრე მისი შესაძლებლობების ცენტრს შეუძლია NBA-ში.
თუმცა "გოლდენ სტეიტს" ეს კონტრაქტი გაცილებით ძვირი უჯდება -
გამოცემის ცნობით, ზაზა ფაჩულიას 3,5-მილიონიანი კონტრაქტი "გოლდენ სტეიტს" გადასახდელებისა და ჯარიმების შემდეგ, ჯამში 12,4 მილიონი დოლარი უჯდება. ეს კი სამ-ნახევარჯერ მეტია.
ზაზა არის ღირსი გაცილებით მეტის, მაგრამ ის არის მენტალიტეტით რაინდი და არა ვაჭარი! აი ამიტომ დარჩა ის იქ სადაც ჩემპიონები არიან.
ცენტრად მე ხომ არ წამიყვანდნენ აბა, თუ უცენტროდ დარჩებოდნენ.