ქართველმა ცენტრმა ჯერ სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც მისი კონტრაქტი ოფიციალურად ძალაში შევიდა და ზეიმის დროც დადგა.
სახელდახელოდ მოწყობილ პავილიონში შერმადინს ქომაგების არმია დახვდა, რომელთა შორისაც ახალგაზრდები ჭარბობდნენ. ქართველ ცენტრთან ასობით ადამიანმა ფოტო გადაიღო - ერთი სიტყვით, ის "უნიკახაში" როგორც ვარსკვლავი და ცხადია, როგორც ლიდერი, ისე მივიდა.
შერმადინმა განაცხადა: "მალაგაში დიდი ენთუზიაზმით ჩამოვედი. "უნიკახას" წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია და ვიცი, რომ თქვენს გუნდს ერთგული ქომაგები ჰყავს, რომლებიც დარბაზს მუდმივად ავსებენ. ყველაფერს გავაკეთებ,
ვიცი, მწვრთნელ ხოან პლაზას რამხელა ავტორიტეტი აქვს. ის დიდებული სპეციალისტია, რომელიც კალათბურთელებისგან მაქსიმუმს ითხოვს. ვეცდები, მისი ხელმძღვანელობით, როგორც ესპანეთის ჩემპიონატში, ასევე ევროლიგაში წარმატებით ვითამაშო".
მალაგელებს მნიშვნელოვანი წელი ელით, რადგანაც ესპანეთის ჩემპიონატის გარდა, გარკვეული პაუზის მერე ძალებს ევროლიგაშიც მოსინჯავენ. თუმცა, საკლუბო ბატალიებამდე, გიორგის უფრო მნიშვნელოვან სანაკრებო ამბებზე გადართვა მოუწევს. პრეზენტაციის მერე ის თბილისში ბრუნდება და საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად, ევროპის 2017 წლის ჩემპიონატისთვის მზადებას დაიწყებს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით