ბუნებრივია, ამ ტრანსფერების შესახებ უკვე ცნობილი იყო, თუმცა ოფიციალური სახე მათ მხოლოდ ახლა მიეცა.
"2017 წლის ჩემპიონმა "უორიორსმა" ახალი კონტრაქტები გაუფორმა თავისუფალ აგენტებს, სტეფ კარის, კევინ დურანტს, ანდრე იგუოდალას, შონ ლივინგსტონს, ზაზა ფაჩულიასა და დევიდ ვესტს. ხელშეკრულების დეტალები კლუბს არ გამოუქვეყნებია", - ვკითხულობთ ოფიციალურ საიტზე.
33 წლის ფაჩულია საშუალოდ 6,1 ქულას, 5,9 მოხსნასა და1,9 პასს აკეთებდა თამაშში (18,1 წუთი საშუალოდ).
ფაჩულიას საშუალო შედეგიანობა NBA-ში 7,0 ქულა
შეგახსენებთ, რომ ზაზამ ახალი, 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა "გოლდენ სტეიტთან" და ახალ სეზონში 3,5 მილიონ დოლარს მიიღებს.