"დრაფტზე მამუკელაშვილის არჩევა გასაკვირი არ იქნება" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ვისაც კარგი შანსი აქვთ, NBA-ის მომავალ დრაფტამდე საკუთარი პოზიციები გაიმყარონ" - CBS Sports-ი მათ სიას აყვეყნებს და ერთერთი ქართველი სანდრო მამუკელაშვილია:

"ტანმაღალი ცენტრები, რომელთაც საკმაოდ კარგი პასი კულტურა აქვთ, ღირებულები არიან და ეს NBA-ის ბოლო სეზონშიც კარგად გამოჩნდა. ამის მაგალითი ხომ  ნიკოლა იოკიჩია.

რა თქმა უნდა, სანდრო სერბის დონის ტალანტი არაა, მაგრამ მას საკმაოდ მაღალი (20.7%) ასისტების რეიტინგი აქვს. სხვათა შორის , ეს დრაფტის პირველი კანდიდატის შედეგზე მეტია.

აღსანიშნავია, რომ მომავალი დრაფტი ნიჭიერი ცენტრების დეფიციით გამოირჩევა, ასე რომ მამუკელაშვილის არჩევა
გასაკვირი არ იქნება."

სანდროს კოლეჯების ლიგის "სეტონ ჰოლში" საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა(საშუალოდ 17.5 ქულა, 7.6 მოხსნა და 3.2 პასი). ცოტა ხნის წინ, მის მიმართ "შარლოტის" ინტერესებზე იწერებოდა.

მომზადებულია CBS Sports-ის მიხედვით



altbleacherreport-ი მამუკელაშვილსა და "შარლოტზე" წერს [VIDEO]

altმამუკელაშვილს ვერ აჩერებენ, ქართველის მორიგი შესანიშნავი მატჩი [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული