26 მაისს "ბუდიველნიკმა" კიევში 89:75 გაიმარჯვა. ქართველებს ზედმეტი ტრაბახი კი გვიყვარს, მაგრამ ამჯერად გადამეტებულს არაფერს ვიტყვით - ცინცაძემ გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. ამას ციფრებიც ადასტურებს: 26 წუთი, 11 ქულა, 8 პასი, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა.
სერიის მეექვსე შეხვედრა მარიუპოლში 29 მაისს გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"