მანუჩარ მარკოიშვილი თურქეთის ჩემპიონატის ფინალს მიუახლოვდა

AutoSharing Option
"გალათასარაი" თურქეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში 2:0 დაწინაურდა. 27 მაისს "გალამ" სტამბულში "პინარ კარშიაკა" 64:59 დაამარცხა.

ნახევარფინალური სერია 3 მოგებამდეა და მანუჩარის თანაგუნდელებს შეუძლიათ სტუმრად გასამართ უახლოეს მატჩშივე გაინაღდონ ფინალის საგზური. შეხვედრა 30 მაისს იზმირში გაიმართება.

27 მაისს გამართულ შეხვედრაში მარკოიშვილმა 24 წუთი ითამაშა, 4 ქულა (4-დან 2 ორქულიანი) და 1 პასი მოაგროვა.

"გალათასარაის" მხრიდან ყველაზე მეტი კარლოს აროიომ ჩააგდო - 14 ქულა, ხოლო "კარშიაკას" ბომბარდირი 16 ქულით რობერტ დიქსონი გახდა. "არმიას" ყოფილმა კალათბურთელმა უილიამ ტომასმა "პინარს" 6 ქულა შესძინა.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მანუჩარ მარკოიშვილმა ნახევარფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო
"კანტუ" მარკოიშვილით და მის გარეშე - მანუჩარის გაშვება არ შეიძლებოდა
მანუჩარ მარკოიშვილი: ევრობასკეტის ჯგუფიდან გასვლას დაცვის ხარჯზე შევძლებთ
მანუჩარ მარკოიშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული