გიორგი შერმადინი ტრავმის შემდეგ მოედანს ორიანებით დაუბრუნდა

AutoSharing Option
საბერძნეთის ჩემპიონატში ნახევარფინალური სერია ლოგიკური შედეგებით გაიხსნა. "ოლიმპიაკოსმა" "აგორი" 77:62 დაამარცხა, ხოლო "პანათინაიკოსმა" "პანიონიოსი" - 84:61.

არც იმის გამოცნობა იქნება ძნელი, რომელი ორი გუნდი ითამაშებს ფინალში (თავად დაასახელეთ).

ჩვენთვის 29 მაისს ნახევარფინალებში ყველაზე საინტერესო გიორგი შერმადინის თამაში იყო.

მას ევროლიგის ოთხთა ფინალის წინ კუნთი სერიოზულად დაუზიანდა და ზემოთ ნახსენები შეხვედრები გამაყუჩებლებით ითამაშა. მას მერე მკურნალობდა და მეოთხედფინალების გამოტოვება მოუწია.

საბედნიეროდ, გიორგიმ ტრავმა უკვე მოიშუშა და 12 მაისის შემდეგ პირველად ითამაშა. იგი "ოლიმპიაკოსის" მაისურით მოედანზე მესამე პერიოდში გამოჩნდა, 5 წუთში 2
ქულა და ამდენივე მოხსნა მოაგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული