სიენელებმა ძალიან დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში მოიპოვეს გამარჯვება. გადამწყვეტი მეოთხედის წინ სანიკიძის გუნდი 11 ქულით აგებდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში დიდებულად ითამაშა, მატჩი 78:77 მოიგო და სერიაში 3:1 დაწინაურდა.
რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა ვარეზელებმა თამაში რიხით დაიწყეს და პირველი მეოთხედი 28:18 მოიგეს.
დიდი შესვენებისთვის სიენელებმა ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს, თუმცა მესამე პერიოდში ისევ იძალეს და როგორც ვთქვით, ბოლო მეოთხედის დაწყებამდე სოლიდური სხვაობით - 62:51 იგებდნენ.
მასპინძლებმა სრული მობილიზებით ჩაატარეს გადამწყვეტი
სანიკიძე კვლავ მოკრძალებული დროით ათამაშეს. 7 წუთში ქართველმა ფორვარდმა 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ვიქტორმა 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.
სერიის მომდევნო მატჩი 3 ივნისს ვარეზეში გაიმართება. თუ საჭირო გახდა, მომდევნო მატჩები 5 და 7 ივნისს - სიენასა და ვარეზეში ჩატარდება.
gbf.ge