ვიქტორ სანიკიძის მესამე ორმაგი დუბლი სეზონში

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძემ "ვარეზესთან" გამართულ მეხუთე ნახევარფინალში სეზონის მესამე ორმაგი დუბლი გაიფორმა - 10 ქულა, 11 მოხსნა.

მის ანგარიშზე 3-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 3-დან 1 საჯარიმოა.

ოქმში ქართველი ფორვარდის გასწვრივ ერთი 18-იანი წერია, რაც იმას გვაუწყებს, რომ როცა ვიქტორი მოედანზე იყო, მისმა "მონტეპასკიმ" 18 შეტევა დაასრულა ზუსტი ტყორცნით.

ამ კომპონენტში 10-ზე მეტი ერთ სიენელსაც არ აქვს, ზოგიერთ ლიდერს კი მინუსები უწერია.

ეს არც არის გასაკვირი, რადგან იყო ეპიზოდები, როცა "ვარეზე" 15 ქულით დაწინაურდა (57:42). ამის შემდეგ მოედანზე სანიკიძე
დაბრუნდა და "მონტეპასკიმ" ანგარიშის გათანაბრება მოახერხა - 59:59. თუმცა, ბოლო წუთებზე მაინც მასპინძელმა ვარეზელებმა იყოჩაღეს და სანიკიძის ორმაგ დუბლს ფერი დაუკარგეს - 71:67 "ვარეზეს" სასარგებლოდ.

ნახევარფინალურ სერიაში ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა - 3:2, იგებს "მონტეპასკი". სერია ოთხ მოგებამდეა.

მომდევნო შეხვედრა 5 ივნისს სიენაში შედგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვიქტორ სანიკიძის "სიენა" ნახევარფინალურ სერიაში 3:1 დაწინაურდა
ვიქტორ სანიკიძის "სიენამ" ნახევარფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული