გიორგი შერმადინის აგენტი: მოლაპარაკება "ბუდიველნიკთან" არც მიმდინარეობს

AutoSharing Option
216 სმ სიმაღლის ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი გასულ სეზონში ჯერ ისრაელის "მაქაბის" ღირსებას იცავდა, შემდეგ ბერძნულ "ოლიმპიაკოსთან" ერთად ევროლიგა მოიგო.

ახალ სეზონში ევროლიგაზე უკრაინის ჩემპიონ "ბუდიველნიკს" დაეხმარებაო - წერია უკრაინულ საიტ "ისპორტზე".

ამ კლუბთან ერთად უკრაინის პირველობა გიორგი ცინცაძემ მოიგო და მწვრთნელმა, აინარს ბაგაცკისმა გუნდში ჯერ მხოლოდ ერთი კალათბურთელი დაიმატა ოფიციალურად - ანდრეი ლებედინცევი.

როგორც ზემოხსენებული საიტი იუწყება, შერმადინი მეორე კალათბურთელი იქნება, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდება. თუმცა...

- საქმე არათუ გადაწყვეტილი არ არის, "ბუდიველნიკთან" მოლაპარაკება არც მიმდინარეობს, - ამის შესახებ გიორგი
შერმადინის აგენტმა ლევან მიქელაძემ 1-ელ ივლისს გვითხრა.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კიევის "ბუდიველნიკი" გიორგი შერმადინს იმატებს
გიორგი შერმადინის გუნდის ფანებმა "პანათინაიკოსი" დაბომბეს და თამაში ჩაშალეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული