გიორგი შერმადინით მანუჩარ მარკოიშვილის "გალათასარაი" დაინტერესდა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას ტრანსფერთან დაკავშირებული სერიალი გრძელდება, თუმცა 3 ივნისს იმდენად საინტერესო ახალი ცნობა არ გაჩენილა, რომ ზედიზედ მესამე დღეს მის მომავალ კლუბზე დაგვეწერა.

სამაგიეროდ, გიორგი შერმადინის შესახებ გაჩნდა ახალი ინფორმაცია - თურქული გამოცემა, "ვატანსპორი" იუწყება, რომ ქართველი ცენტრის გადაბირებით თურქული "გალათასარაია" დაინტერესებული.

ამ სტამბულურ გუნდში მანუჩარ მარკოიშვილი ირიცხება. იმასაც შეგახსენებთ, რომ მანუს და შერმადინს ევროლიგაზე ერთმანეთის გვერდით უკვე ნათამაშები აქვთ: 2011-12 წლების სეზონში იტალიური "კანტუს" ღირსებას იცავდნენ და მეორე ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზეს.

"ვატანსპორის" ცნობით, მას მერე, რაც "გალას" ცენტრმა ბონიფაც
ნდონგმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, გუნდის ხელმძღვანელობა საევროლიგედ ძლიერი მეფარის შეძენით დაინტერესდა.

კანდიდატი სამია: გასულ სეზონში "ფინიქს სანსში" მოთამაშე ხამედ ჰადიდი, რუსულ "ხიმკიში" მოასპარეზე პოლ დევისი და გიორგი შერმადინი (ბერძნული "ოლიმპიაკოსი").

როგორ განვითარდება მოვლენები, ახლო მომავალში შევიტყობთ. მანამდე კი უკრაინელთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გაგახსენებთ - შერმადინი "ბუდიველნიკში" გადადისო. თუმცა ეს ამბავი ქართველი ცენტრის აგენტმა უარყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული